Museum of History of Georgian Medicine • ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Museum of History of Georgian Medicine • ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი

Museum of History of Georgian Medicine • ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Museum of History of Georgian Medicine • ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი, Medical and health, Tbilisi.

17/05/2024

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი ხვალ, 18 მაისს დამთვალიერებელს უმასპინძლებს უფასოდ.

19/03/2024

მიმდინარე წლის 24 თებერვალს ვუმასპინძლეთ მ. შენგელიას სახელობის მუზეუმისა და ქ. ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რიგით მესამე ერთობლივ კონფერენციას, სახელწოდებით „ხალხური მედიცინა_ქართული კულტურის საგანძური“

მუზეუმი მადლობას უხდის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადიმნისტრაციას კონფერენციის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის და პულსი TV / Pulsi TV -ის მედიამხარდაჭერისთვის!

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმმა უმასპინძლა ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოცი...
27/02/2024

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმმა უმასპინძლა ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციისა და მასთან არსებული ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის პროექტს, რომელიც ეძღვნებოდა მუზეუმის დაამარსებლის, პროფესორ მიხეილ შენგელიას ხსოვნას.
პროექტში მონაწილეობდნენ თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები.

ქართული მედიცინისა და მისი ისტორიის გულშემატკივრებს გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გიზიარებთ მუზეუმში „მედიცინის ისტო...
29/12/2023

ქართული მედიცინისა და მისი ისტორიის გულშემატკივრებს გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გიზიარებთ მუზეუმში „მედიცინის ისტორია - კულტურის საგანძურის“ სახელწოდებით ჩატარებული კონფერენციის ამსახველ ფოტომასალას ❤️❤️

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქ.თბილისის მე-10 საჯარო სკოლა -ის მოსწავლეები:
ანანო ბუიშვილი
მარიამ ამირგულაშვილი
ვიქტორია გუსეინოვა
თამაზ კვაჭაძე
ლიკა ნადირაძე
ესთერი კოპალიანი
მარიამ ცეცხლაძე
ნიკოლოზ ცეცხლაძე
ანასტასია ბარბაქაძე
ნინო ბუზარიაშვილი
ლიზა ტერელაძე
ნინი მჭედლიძე
ანა ოდიშვილი
ნიკოლოზ რობაქიძე
ლევან მშვენიერაძე
ლიზი მაჭარაშვილი
ენდი კვატაია
მარიამ მაჭარაშვილი
ია მაისურაძე
ნათია ბუწანკალური
მარიამ ჩინჩალაძე
ნინო ხორავა
გიორგი ჯაჯანიძე
თამარ ტალახაძე

პროექტის ხელმძღვანელი და პედაგოგები:
დაჯი თოდუა
ეკატერინე ბოკუჩავა
მანანა ვარდოსანიძე
ირმა სოხაძე

SOLO KIDS❤️ მოუთმენლად გელით❤️😍👶🏻
18/09/2023

SOLO KIDS❤️ მოუთმენლად გელით❤️😍👶🏻

SOLO Kids

ლეცირი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც სვანეთში მოდის ადრე გაზაფხულზე  აპრილ-მაისში, მას ძველად წყურვილის მოსაკლავადაც იყენ...
26/06/2023

ლეცირი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც სვანეთში მოდის ადრე გაზაფხულზე აპრილ-მაისში, მას ძველად წყურვილის მოსაკლავადაც იყენებდნენ და არამხოლოდ საკვები დანიშნულებისთვის.

წყარო :მუზეუმში დაცული ექსპედიციის მასალები

თქვენთვის ციფრული "გიდი" შევქმენით ❤ახლა უკვე QR კოდის დასკანერებით შეგიძლიათ შეიტყოთ ექსპონატების შესახებ ინფორმაცია, რ...
18/06/2023

თქვენთვის ციფრული "გიდი" შევქმენით ❤

ახლა უკვე QR კოდის დასკანერებით შეგიძლიათ შეიტყოთ ექსპონატების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ვიტრინებზეა განთავსებული🙌🤓

07/06/2023
თრიმლი ხშირტოტებიანი ბუჩქია,იშვიათად 5 მეტრამდე სიმაღლის ხედაც იზრდება. ყვავის მაის-ივნისში,   ცოცხლობს 70-100 წელს.კარგ...
05/06/2023

თრიმლი ხშირტოტებიანი ბუჩქია,იშვიათად 5 მეტრამდე სიმაღლის ხედაც იზრდება. ყვავის მაის-ივნისში, ცოცხლობს 70-100 წელს.

კარგად იზრდება მშრალ, თხელ და ხირხატ ნიადაგებზე.

ფოთლები 15-25 პროცენტ მთრიმლოვან ნივთიერებებს შეიცავს, რის გამოც მთრიმლავი ექსტრაქტების წარმოების და სამედიცინო ტანინის კარგ ნედლეულად გამოიყენება.

სამედიცინო ტანინს დღემდე ჩვენი ქვეყანა საზღვარგარეთიდან იძენს, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. თრიმლი მაღალხარისხოვან სამედიცინო ტანინს დიდი რაოდენობით შეიცავს.

მერქანი წვრილი ნაკეთობების გარდა ტყავისა და მატყლის ნარინჯისფერ, ყავისფერ და ყვითლად შესაღებად გამოიყენება.

ფესვებს წითელი ფერის საღებავად იყენებენ.
თრიმლის ქერქსა და ფოთლებს, რომელნიც ძლიერად გასრესის შემთხვევაში მსუბუქ, ლიმონის მსგავს სურნელებას გამოსცემს, წინათ სამკურნალოდ იყენებდნენ ციებ-ცხელების წინააღმდეგ და სისხლის შემდედებელ საშუალებად.

ნ. ი. ლიბიზოვის (1962) აღწერით თრიმლისაგან მიღებულ ტანინს ახასიათებს შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისება, გარეგან სახმარად იგი ხსნარებისა და მალამოების სახით გამოიყენება დამწვრობის, წყლულებისა და ნაწოლების წინააღმდეგ.

სრულ სტატიას თრიმლის შესახებ გაეცანით 👇
https://agrokavkaz.ge/samkurnalo-mcenareebi/thrimli-samkurnalo-mtsenare.html

1 ივნისს 14:00 საათზე გაიმართება კონფერენცია და მოეწყობა დროებითი გამოფენა საქართველოში მე-20 საუკუნეში მოღვაწე ლატვიელი...
31/05/2023

1 ივნისს 14:00 საათზე გაიმართება კონფერენცია და მოეწყობა დროებითი გამოფენა საქართველოში მე-20 საუკუნეში მოღვაწე ლატვიელი მეცნიერების (რ.კუპცისი,ი.კუპცისი,ე.აბოლი) შესახებ.

რობერტ კუპცისი(1881-1954), რომელიც 1908 წელს, რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, საქართველოში მინერალური წყლების შესასწავლად გამოიგზავნა, სიცოცხლის ბოლომდე – 1954 წლამდე, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში.

საქართველოში მის ჩამოსვლამდე გამოკვლეული იყო მხოლოდ 30-მდე მინერალური წყალი, მან კი შეისწავლა 1000-მდე მინერალური და სასმელი წყალი.

მისი ოჯახის მდიდარ არქივში აღმოჩნდა არაერთი ორიგინალური დოკუმენტი, მათ შორის, ბრძანება - წყალტუბოს მინერალური წყლების შესწავლის შესახებ.
მეცნიერის არაერთი სტატია და წიგნი ეძღვნება წყალტუბოს მინერალურ/ სასმელ წყლებს და სამკურნალო ტალახს. მანვე აღმოაჩინა ამ წყლების რადიაქტიობა, სწორედ, კუპცისის ანალიზის შედეგების თანახმად, ეწოდა წყალტუბოს მინერალურ წყლებს - როდონის.

რ.კუპცის ეკუთვნის ფრაზა “მთელი საქართველო კურორტია, იგი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც წისქვილები მინერალურ წყლებზე მუშაობენ.“

იანის(ივან)კუპცისი(1871-1936) -რობერტ კუპცისის უფროსი ძმა, ფარმაციის მაგისტრი, რომელიც 20 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა იგი ასევე იკვლევდა საქართველოს მინარალურ წყლებს. იანის კუპცისმა დაწერა პირველი წიგნი ბორჯომის მინერალური წყლების შესახებ,რომელსაც,მოგვიანებით, 1925 წელს დაეყრდნო მისი უმცროსი ძმა რობერტი ამავე საკითხზე მუშაობისას.

ედუარდ აბოლი (1868-1959), რომელიც ასევე გახლავთ ლატვიელი ფარმაკობოტანიკოსი დიდი წვლილი მიუძღვის ადგილობრივი სამკურნალო მცენარეების შესწავლა აღწერაში. ე.აბოლი ხელმძღვანელობდა ფარმაკობოტანიკურ ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, იგი იკვლევდა ფარმაკოგნოზიის (მეცნიერება, რომელიც სწავლობს სამკურნალო თვისებათა მქონე მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებებს). სწავლებისა და მეცნიერული ფამაციის პრობლემებს საქართველოში.

30/05/2023

❤️❤️❤️

 #ვივისექცია ძველ ეგვიპტეშივივისექცია გულისხმობს ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას ცოცხალ ორგანიზმზე . ვივისექციის მიზანია ...
17/05/2023

#ვივისექცია ძველ ეგვიპტეში

ვივისექცია გულისხმობს ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას ცოცხალ ორგანიზმზე . ვივისექციის მიზანია ორგანიზმის ფუნქციების შესწავლა, ქირურგიული მეთოდების გამომუშავება და სხვა.

ძველ ეგვიპტეში ელინისტურ ხანაში სამეცნიერო მიზნებისთვის ხდებოდა ადამიანების ცოცხლად გაკვეთა,ეს ადამიანები ძირითადად იყვნენ სიკვდილმისჯილები, რომელთა ბედი გადაწყვეტილი იყო. ასეთი ტიპის პირველი გაკვეთა ძველ ეგვიპტეში ჩაატარა ბერძენმა ექიმმა ჰეროფილემ.

წყარო:მედიცინის ისტორია და ზოგადი თეორია გვ.88 2012 წ

Address

Tbilisi

Opening Hours

Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 18:00
Saturday 11:00 - 18:00
Sunday 11:00 - 18:00

Telephone

+995322990002

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Museum of History of Georgian Medicine • ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Museum of History of Georgian Medicine • ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram