13/06/2025
📑 ძვირფასო გამომწერებო, გიზიარებთ ჩვენი ადმინის გამოცდილებას:
,,📆 3 ივნისი…. საკეისრო ოპერაცია დავგეგმეთ… სასურველი დრო პირად ექიმთან შეთანხმებით ჩაინიშნა და უფრო მივუახლოვდი იმ საოცარ განცდას, რომლის შესახებაც წარმოდგენაც არ მქონია….
ახლა ცოტა უკან დავბრუნდები და აქამდე მოსვლას მოკლედ მოგითხრობთ. ხუთწლიანი მოლოდინი საოცარი ამბით დაგვირგვინდა და ოქტომბერში შევიტყვე ჩემი ორსულობის შესახებ. მე სულ შიშში ვიყავი, ნია ექიმი (ნია ონიაშვილი) სულ თავდაჯერებული და იმედიანი ტონით მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თრომბოფილიის გამო ამ
მიმართულებით მართვაში ჩავრთეთ შესაბამისი პროფილის ექიმი, რამოდენიმე ვიზიტი მქონდა სხვა კლინიკაში და აი, აქ იწყება გაურკვევლობები… რადიოლოგმა (ცნობილი კლინიკის წამყვანმა პროფესიონალმა) ისეთი შეშფოთება გამოხატა ვიზიტისას ლამის მოვკვდი, ტყუპი ნაყოფი, გვიანი ორსულობა (35 წელი), პლაცენტის ,,ანომალია”, რაც, როგორც თავად რადიოლოგმა აღნიშნა, პირველად ნახა… შიშით და დიდი სიფრთხილით მივუყვებით გზას… ბაიებში არ მივდივარ გადასამოწმებლად, მივდივარ სხვა, არანაკლებ ცნობილ და გამოცდილ პროფესიონალთან. აქაც ვხვდებით ხისტ დამოკიდებულებას, შეცხადება და მწვავედ გადმოცემული რისკები დანაკარგის შესაძლებლობაზე…..
შაბათს თათიაა ბაიებში და მოდი, მივალ, ვნახოთ (თათია სოსელია ექიმი-რადიოლოგი).
მშვიდმა და გაწონასწორებულმა თათიამ
ძალიან დიდი ხანი მათვალიერა, ცოტა გული რომ მიგდის მოლოდინით, ემოციებით თუ წონით არ ვიცი, მაგრამ ერთი სული მაქვს მითხრას რა ხდება….
გადასარევად შეაფასა ჩემი ტყუპები, ნორმაშია ყველაფერი და ვადას შეესაბამებაო, პლაცენტას აქვს ხაო, დამატებითი წილი, რომელსაც დავაკვირდებით და გამახსენე, ყოველ ვიზიტზე ზომა გადავამოწმოთო… ვააჰ, ძალიან მიხარია მაგრამ, თან მიკვირს…
ნია ექიმთან ვიზიტისას კვლავ გავიარეთ პლაცენტის თავისებურება და მშვიდი ტონით, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანერვიულო არაა, საყურადღებოა და ამას ყოველთვის გადავამოწმებთ.
(მარტში მამა გარდამეცვალა და აქ, გორში მივედი დაკრძალვის მეორე დღეს გულისცემის მოსასმენად და გამოვლენილ არაპროფესიონალიზმზე არაფერს ვწერ, კოლეგიალურად ვუდგები საკითხს, მითხრეს, რომ პლაცენტის აცლაა სავარაუდოდ….)
თბილისში დაბრუნებული ნია ექიმთან შევვარდი, მიშველეთ სახით…
დამამშვიდებელი ინფორმაციით დავბრუნდი სახლში და თავდაჯერებულმა ნია ექიმმა მითხრა, მივყვეთ და მე ვფიქრობ, წნევები თუ არ დაგვეწყო, 36 -37 კვირამდე არ დავგეგმავთ ოპერაციასო.
3 ივნისი, დღე როდესაც აღმოვაჩინე ჩემი თანამშრომლების პროფესიონალიზმი საკუთარ თავზე…. რა მაგარი ყოფილა, როდესაც იცის ადამიანმა თავისი საქმე, ენდობი და ანდობ სამ სიცოცხლეს….
ნია ექიმის (მეან-გინეკოლოგი) პროფესიონალიზმი,
დავით კორკოტაშვილის (ანესთეზიის სამსახურის ხელმძღვანელი) ჯადოსნური ხელი,
ეკა ჩხარტიშვილის (ნეონატალური სამსახურის ხელმძღვანელი) სისწრაფე და მობილიზებულობა იყო ფილმი. ოპერაცია, სადაც ყველა რგოლი მაღალი პროფესიონალიზმით და პასუხისმგებლობით გამორჩეული იყო.
მეორე დღეს ავდექი, არც წელის ტკივილი, არც ნაკერებით გამოწვეული მწვავე დისკომფორტი, უბრალოდ
მივყევი ყველა რეკომენდაციას და მესამე
დღეს, წელში გამართული ჩემს პატარებს დავატარებდი 🧚🏻♀️🧚🏻
ნდობა და პროფესიონალიზმი, აი, რა უნდა გაკავშირებდეთ კლინიკასთან, როდესაც ასეთ ცხოვრების უმნიშვნელოვანეს დღეს ირჩევთ.
უდიდესი მადლობა ადმინისტრაციულ სამსახურს, მენეჯერს, ლაბორატორიას, ექიმს, ექთანს, ბებიას, ყველას, ვისაც კლინიკის, ამ უდიდესი მექანიზმის, უწყვეტ და სწორ მუშოაბაში თავისი პროფესიონალიზმით უდიდესი წვლილი შეაქვს….
ბაიები- სანდო, პროფესიონალიზმით გამორჩეული ემპათიური ექიმების გუნდი!
მადლობის გამოსახატად სიტყვები არ იქნება საკმარისი…. მე ვიზრუნებ, მეტმა ადამიანმა გაიგოს, რა არის მნიშვნელოვანი და სწორად დავნახო ჩვენი კლინიკის უპირატესობა, რაც
ადამიანური დამოკიდებულების, ადამიანობის და პროფესიონალიზმის ერთობლიობაა 🙏🤍🤍🤍"