სამედიცინო ცენტრი ურანტი / Medical Center Uranti

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სამედიცინო ცენტრი ურანტი / Medical Center Uranti

სამედიცინო ცენტრი ურანტი / Medical Center Uranti მისამართი :
თბილისი - ნუცუბიძის V პლატო, კორპ N 2/ა სამედიცინო ცენტრი „ურანტი"

❇️ ონლაინ კონსულტაცია — დახმარება მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდებათსამედიცინო ცენტრი ურანტი გთავაზობთ პროფესიონალურ ონ...
29/04/2026

❇️ ონლაინ კონსულტაცია — დახმარება მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდებათ

სამედიცინო ცენტრი ურანტი გთავაზობთ პროფესიონალურ ონლაინ კონსულტაციებს დამოკიდებულების მართვის მიმართულებით — სახლიდან გაუსვლელად.

📍 კონსულტაცია შესაძლებელია:
• საქართველოში
• საზღვარგარეთ — მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს სჭირდება დახმარება:
✔ ალკოჰოლზე დამოკიდებულება
✔ ნარკოდამოკიდებულება
✔ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და მართვა

ჩვენ გთავაზობთ:
• ინდივიდუალურ მიდგომას
• სრულ კონფიდენციალურობას
• თანამედროვე, შედეგზე ორიენტირებულ მკურნალობის გეგმას

⚠️ ნუ გადადებთ — დროული რეაგირება მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს

📞 მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: +995 591 101 137

ქრისტე აღდგა! ✨სამედიცინო ცენტრი ურანტი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!გისურვებთ სიმტკიცეს, შინაგან სიმშვიდესა...
12/04/2026

ქრისტე აღდგა! ✨

სამედიცინო ცენტრი ურანტი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

გისურვებთ სიმტკიცეს, შინაგან სიმშვიდესა და ჯანმრთელობას!❤️

ზურა სიხარულიძე ათწლეულების განმავლობაში დგას დამოკიდებულებასთან მებრძოლი ადამიანების გვერდით.მისი პროფესიული გზა უკავში...
04/02/2026

ზურა სიხარულიძე ათწლეულების განმავლობაში დგას დამოკიდებულებასთან მებრძოლი ადამიანების გვერდით.
მისი პროფესიული გზა უკავშირდება არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ ადამიანური ღირსების დაცვას და იმ ბრძოლას, რომ დამოკიდებულების მქონე პირები საზოგადოებაში თანასწორად აღიქმებოდნენ.

❇️ პროფესორ ზურა სიხარულიძეს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ათასობით პაციენტის გამოჯანმრთელებაში.
მისთვის თითოეული ადამიანი უნიკალურია, ხოლო გამოჯანმრთელება — რეალური და მიღწევადი გზა.

✅ სწორედ ამიტომ, უამრავი პაციენტისთვის იგი იმედის, ნდობისა და სწორი არჩევანის სიმბოლოა.

👉 ნუ გადადებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას
➡️ ჩაეწერეთ კონსულტაციაზე დღესვე და მიიღეთ პროფესიონალური დახმარება საქართველოს ნომერ პირველ ექიმ-ნარკოლოგთან — პროფესორ ზურა სიხარულიძესთან.
➡️ გაიარეთ სრულფასოვანი სტაციონარული მკურნალობა სამედიცინო ცენტრ „ურანტში“.
➡️ ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა ჩვენს გამოცდილ და მზრუნველ ექიმებს.

📞 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +995 591 101 137
📍 მისამართი: ნუცუბიძის V პლატო, კორპ. N2/ა

სამედიცინო ცენტრი ურანტი გულითადად გილოცავთ ახალ წელს! ✨🎄გისურვებთ ჯანმრთელობას, შინაგან სიმშვიდეს, ძალას და რწმენას — ი...
01/01/2026

სამედიცინო ცენტრი ურანტი გულითადად გილოცავთ ახალ წელს! ✨🎄
გისურვებთ ჯანმრთელობას, შინაგან სიმშვიდეს, ძალას და რწმენას — იმ ცვლილებებისკენ, რომლებიც ცხოვრებას უკეთესს ხდის.

ჩვენთვის ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანზე ზრუნვაა. ახალ წელსაც ვაგრძელებთ პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და გულისხმიერებით თქვენს გვერდით დგომას — გამოჯანმრთელების გზაზე.

🧡ახალი წელი იყოს ახალი შანსების, სწორი არჩევანის და ჯანმრთელი მომავლის დასაწყისი.

⬇️🌿
26/12/2025

⬇️🌿

Check out Medical Center Uranti/ურანტი’s video.

◻️ “ზღვარი ალკოჰოლის კულტურულ მოხმარებასა და დამოკიდებულებას შორის”                                                     ...
16/12/2025

◻️ “ზღვარი ალკოჰოლის კულტურულ მოხმარებასა და დამოკიდებულებას შორის” 
➡️ ალკოჰოლიზმი ყველა ეპოქაში, ყოველ დროს ითვლებოდა საზოგადოების მძიმე სენად, რომელთან ბრძოლაც სხვადასხვა ერებს, განსხვავებულად ესმოდათ, ალკოჰოლთან დამოკიდებულებაც ყოველთვის იყო განსხვავებული სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან. საქართველოში სასმელის კულტურა, რომელიც ქვეყნის ღვინის ძირძველ ტრადიციებს უკავშირდება, ხშირად საზოგადოების მხრიდან ბოროტად და „არაზომიერად“ გამოიყენება. ბოლო დროს, მსოფლიოში პანდემიის, კარანტინის და იზოლაციის პირობებში ალკოჰოლიზმის ახალი ტალღა დაიძრა, რაც ცალსახად ცხოვრების ახალ წესს უკავშირდება, ეს საფრთხე ქართულ საზოგადოებასაც ემუქრება, რადგან ჩვენი ხალხი არასოდეს იყო გულგრილი, თავისუფალ დროს ალკოჰოლის მიმართ. ზომიერების დაცვა ამ დროს ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა, ჩემს ბლოგში მინდა შევეხო ალკოჰოლიზმის ამოცნობის გზებს, ზღვარს მოხმარებასა და ალკოჰოლდამოკიდებულებას შორის და მკურნალობის გზებს.
ალკოჰოლიზმი – ქრონიკული პროგრედიენტული დაავადებაა, რომელიც განისაზღრება ალკოჰოლური სასმელების მიმართ პათოლოგიური ლტოლვით ,ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულებით ,რის შედეგადაც ვითარდება ორგანიზმის დისფუნქციური მდგომარეობა ,ხოლო სასმელების მიღების შეწყვეტის შემთხვევაში მყარი სომატო -ნევროლოგიური დარღვევები და ფსიქიკური დეგრადაცია. ალკოჰოლი იწვევს მრავალი სახის მეტაალკოჰოლურ აშლილობებს ,მათ შორის ფსიქოზებს .
რა დროს უნდა ვისაუბროთ ალკოჰოლის მავნედ მოხმარებაზე? მაშინ, როდესაც არსებობს შემდეგი სიმპტომების ერთობლიობა:
1)ლტოლვა
2)კონტოლის დაკარგვა -(არ ძალუძს დალევის შეწყვეტა)
3)ფიზიკური დამოკიდებულება (აღკვეთის კლინიკური სიმტომები – გულისრევა, ოფლიანობა , კანკალი , შფოთვა)
4)ტოლერანტობა -სურვილი უფრო დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელების მიღებისა, კონკრეტული თრობის ეფექტის მისაღებად.
▪️არსებობს ალკოჰოლური თრობის სამი ძირითადი ხარისხი :
• მსუბუქი ხარისხის თრობა-აწეული გუნება-განწყობა ,მრავალსიტყვიანობა ,ასოციაციების აჩქარება ,ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება ,ნატიფი მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა ,ნისტაგმი ,ჰიპერემია, პულსის და სუნთქვის გახშირება ,ჰიპერსალივაცია .
• საშუალო ხარისსხის თრობა -აზროვნების პროცესების შენელება , არაპროდუქტიულობა, პერსევერატიული და დიზართრიული მეტყველება , ასოციაციების შენელება და გაღარიბება , ტრივიალური მსჯელობა, ბრუტალობა, გარემოში ორიენტაციის დარღვევა, არაკოორდინირებული მეტყველება , ბარბაცით სიარული , ტკივილის და ტემპერატული მგრძნობელობის დაქვეითება ,სახის სიფერმკთალე ან სიანოზური შეფერილობა, იშვითად გულისრევა , ღებინება .
• მძიმე ხარისის თრობა – ცნობიერების დაბინდვა, კონტაქტის გაძნელება , ტკივილზე რეაქციის გაქრობა, გუგების შევიწროვება და სინათლეზე რეაქციის შესუსტება, ტაქიკარდია, ,ოფლიანობა ,ზოგჯერ უნებლიე შარდვა .

➡️ როგორ მოქმედებს ალკოჰოლის ხანგრძლივი და დიდი დოზით მოხმარება ორგანიზმზე?
ალკოჰოლის ხანგრძლივმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში და შეუთავსებელი გართულებები, ტოქსიურად მოქმედებს თავის ტვინზე(ნათხემზე), გულზე, ღვიძლზე, პანკრეასზე და ასე შემდეგ. ხანგრძლივ ალკოჰოლიზაციას შეუძლია ასევე შეასუსტოს იმუნური სისტემა .
➡️ როგორ განვასხვავოთ ალკოჰოლდამოკიდებულება ჩვეულებრივი მოხმარებისგან?
ალკოჰოლიზმის სიმპტომები და ნიშნებია:
რეკურენტული ინტოქსიკაცია, ოფლიანობა, ტაქიკარდია, ამნეზიური ეპიზოდები, გუნება-განწყობის მერყეობა , ძილის დარღვევები, დეპრესია, შფოთვა, ინსომნია, ქრონიკული დაღლილობა, დიდი გულყრები, ჰალუცინაციები, მეხსიერების დარღვევა, სქესობრივი დისფუნქცია.

➡️ ალკოჰოლიზმის მკურნალობის გზები და მეთოდები
ალკოჰოლური აღკვეთის სინდრომის დროს დეტოქსიკაციის ჩასატარებლად, ჩვეულებრივ, უპირატესობა ენიჭება ჰოსპიტალიზაციას (ან 24საათიან მეთვალყურეობის რაიმე ფორმას).
პაციენტის მდგომარეობის შეფასება სასურველია მოახდინოს პირველადი რგოლის პრაქტიკოსმა წამალმოხმარების მკურნალობის გარკვეული გამოცდილებით და განისაზღვროს არის თუ არა პაციენტი ამჟამად ინტოქსიკაციის მდგომარეობაში, აღკვეთის ხარისხი, სიმძიმე, მოიძიოს ინფორმაცია წინა აღკვეთების შესახებ, გამოირიცხოს თანდართული ფსიქიატრიული, თერაპიული ან ქირურგიული პათოლოგიების არსებობა, ვინაიდან აღნიშნული თანმხლები პათოლოგიები საჭიროებენ სპეციფიურ ჩარევას.
ალკოჰოლური აღკვეთის სიმპტომატიკის სიმძიმის შესაფასებლად გამოიყენება კითხვარი, ობზერვაციის და ინტერვიუირების შედეგები ფასდება ქულებით (მაქსიმალური ქულა 67), თუ მიღებული შედეგების შედეგად ქულების რაოდენობა 8-10-ზე ნაკლებია, ეს მიანიშნებს, რომ პაციენტი არ საჭიროებს მედიკამენტოზურ თერაპიას და საკმარისია მხარდამჭერი არაფარმაკოლოგირი მონიტორინგი ყოველ 4-8საათში 24საათის განმავლობაში. 8-15ქულის დროს მედიკამენტების მიცემა ამცირებს რისკს, ხოლო 15-ზე მაღალი ქულის შემთხვევაში მედიკამენტების გარეშე დატოვება ზრდის რისკს, რომ აღკვვეთის სინდრომი მნიშვნელოვნად გართულდეს .
სტაციონარული მკურალობის ერთ-ერთი ფორმაა დეტოქსი , რაც ნიშნავს მედიკამენტოზური და ინფუზიური მკურნალობის 7დღიან სტაციონარში დაყოვნებას, თუმცა, უნდა აღინიშნოს , რომ მიუხედავად იმის, რომ დეტოქსიკაცია უწყობს ხელს ზოგადი მდგომარეობის სტაბილიზაციას, ეს არ არის საკმარისი რემისიის მისაღწევად, რადგან პაციენტი ვერ სწავლობს აუცილებელ და მნიშველოვან უნარებს, როგორ ამოიცნოს და მართოს სიტუაციუები ,რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის ძლიერი მოხმარება, როგორ თქვას უარი ალკოჰოლზე სოციალურ სიტუაციებში, როგორ გაუმკლავდეს სტრესს სასმელის გარეშე.
ეს უნარები კი სწორი და მტკიცებულებებზე დაფუძებული მკურნალობის შედეგად ისწავლება და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლოა მივაღწიოთ რემისიას და ხანგრძლივად შევინარჩუნოთ მიღწეული მდგომარეობა.
◽️ ამ მიმართულებით დღეს მედიცინა გვთავაზობს მკურნალობის შემდეგ მეთოდებს, რაც სამედიცინო ცენტრ ურანტში დღეისათვის მაღალი წარმატებით ხორციელდება:
1. კოგნიტურ – ქცევითი თერაპია, მისი მიზანია შეცვალოს სააზროვნი პროცესები, რომელიც ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას იწვევს, დაეხმაროს პაციენტს ყოველდღიური სიტუაციების მოსაგვარებელი საჭირო უნარების გამომუშავებაში.ასევე შეიძლება შეთავაზებული იქნას პაციენტებისთვის ქსელური შემეცნებითი და ქცევითი ტრენინგი, რომლის მიზანიც იქნება ალკოჰოლის მოხმარების შემცირება.
2. მოტივაციური გამაძლიერებელი თერაპია, რომელიც ეხმარება პაციენტს გამოავლინოს მკურნალობის დადებითი მხარეები, ჩამოაყალიბოს გეგმა ალკოჰოლური სასმელებისგან დამოუკიდებლად ქცევის აღდგენის, ნდობის აღდგენის და საჭირო უნარების განვითარებაზე.
3. საგანგებო სიტუაციების მართვის მიდგომები, ეს მეთოდი გამოიყენება პოზიტიური ქცევის გასაძლიერებლად .
4. 12 საფეხურიანი თეორია -ეს არის ჩართულობის სტრატეგია, რომელიც გამოიყენება საკონსულტაციო სესიებში, 12 ნაბიჯზე დაფუძნებული ურთიერთდახმარების ჯგუფებში პაციენტის აქტიური ჩართულობის გაზრდის მიზნით.
ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების ჩართულობა მკურნალობის პროცესში, კვლევებით დადგინდა, რომ ოჯახის წევრების ჩართულობით მიმდინარე მკურნალობა ახანგრძლივებს მიღწეული რემისიებს.
💚 გისურვებთ ჯანსაღ, ფხიზელ და ნაყოფიერ დღეებს!

✍️ავტორი: მარი ლიქოკელი – სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ სტაციონარული და ამბულატორიული განყოფილების ხელმძღვანელი, ექიმი-ნარკოლოგი და ფსიქიატრი.

🌿 დამოკიდებულების მართვა იწყება სწორი მხარდაჭერით.➡️ ჩვენი ცენტრი ის ადგილია, სადაც პროფესიონალიზმი და ადამიანური ზრუნვა...
12/12/2025

🌿 დამოკიდებულების მართვა იწყება სწორი მხარდაჭერით.

➡️ ჩვენი ცენტრი ის ადგილია, სადაც პროფესიონალიზმი და ადამიანური ზრუნვა ერთიანდება, რათა თითოეულ პაციენტს მივცეთ რეალური შესაძლებლობა, დაუბრუნდეს ჯანმრთელ, მშვიდ და სტაბილურ ცხოვრებას.

➡️ ჩვენი გუნდი მუშაობს თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებზე დაყრდნობით, დაცულ გარემოში, სადაც თითოეული ადამიანი გრძნობს უსაფრთხოებას და მხარდაჭერას.

💚 გვჯერა, რომ აღდგენა შესაძლებელია ნებისმიერ ეტაპზე.
ამ რწმენაზეა აგებული ჩვენი მუშაობაც:
• დამოკიდებულების მართვის სრულყოფილი სამედიცინო დახმარება
• ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და თერაპიის მრავალსაფეხურიანი სისტემა
• პაციენტზე მორგებული აღდგენის გეგმა

✅ ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ შეიძლება ერთი სწორი ნაბიჯი გახდეს ახალი ცხოვრების დასაწყისი.

✅ თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს სჭირდება პროფესიონალური დახმარება — ჩვენ აქ ვართ, რომ მხარში დაგიდგეთ.

📣 სამედიცინო ცენტრი „ურანტი“ გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას!➡️ გაიარეთ კონსულტაცია საქართველოს ნომერ პირველ ექიმ-ნარკო...
13/11/2025

📣 სამედიცინო ცენტრი „ურანტი“ გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას!

➡️ გაიარეთ კონსულტაცია საქართველოს ნომერ პირველ ექიმ-ნარკოლოგთან, პროფესორ ზურა სიხარულიძესთან.

✅ პროფესიონალიზმი
✅ ინდივიდუალური მიდგომა
✅ თანამედროვე მეთოდები

➡️ არ გაუშვათ შანსი — ჩაეწერეთ კონსულტაციაზე დღესვე და მიიღეთ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება საუკეთესო სპეციალისტისგან!

📞 ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +995 591 101 137
📍 მისამართი: ნუცუბიძის V პლატო, კორპ. N2/ა

🩸 პლაზმოფერეზი — ორგანიზმის სრულყოფილი განწმენდა და აღდგენა➡️სამედიცინო ცენტრი „ურანტი“ გთავაზობთ პლაზმოფერეზის თანამედრ...
10/11/2025

🩸 პლაზმოფერეზი — ორგანიზმის სრულყოფილი განწმენდა და აღდგენა

➡️სამედიცინო ცენტრი „ურანტი“ გთავაზობთ პლაზმოფერეზის თანამედროვე და ეფექტურ მეთოდს, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებების მოცილებას — განსაკუთრებით ნარკოდამოკიდებულების, ინტოქსიკაციისა და ხანგრძლივი მედიკამენტური თერაპიის შემდეგ.

✅ ასუფთავებს სისხლს ტოქსინებისგან;
✅ ამცირებს აბსტინენციის სიმპტომებს და აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას;
✅ აძლიერებს იმუნურ სისტემას და აჩქარებს აღდგენით პროცესებს;
✅ აღადგენს ორგანიზმის ბუნებრივ ბალანსს და ამაღლებს ენერგიას.

💠 პროცედურა ტარდება გამოცდილი ექიმების ზედამხედველობით, თანამედროვე აპარატურით და სრული უსაფრთხოების პირობებში.

📞 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +995 591 101 137

📍ნუცუბიძის V პლატო, კორპ N2/ა

➡️ სირთულეების დაძლევა შესაძლებელია, როცა გვერდით გყავს გამოცდილი სპეციალისტი.💠 სამედიცინო ცენტრი „ურანტი“ გთავაზობთმაღა...
03/11/2025

➡️ სირთულეების დაძლევა შესაძლებელია, როცა გვერდით გყავს გამოცდილი სპეციალისტი.

💠 სამედიცინო ცენტრი „ურანტი“ გთავაზობთ
მაღალკვალიფიციური და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე
ექიმ-ნარკოლოგ მაია ცქვიტიშვილის კონსულტაციას.

🌿 თქვენი ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება — ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.

📞 ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +995 591 101 137

📍ნუცუბიძის V პლატო, კორპ N2/ა

✅ სამედიცინო ცენტრ “ურანტში” შესაძლებლობა გაქვთ, კონსულტაცია გაიაროთ მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალწლიანი გამოცდილების ...
31/10/2025

✅ სამედიცინო ცენტრ “ურანტში” შესაძლებლობა გაქვთ, კონსულტაცია გაიაროთ მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმ-ნარკოლოგ ინგა ფანჩულიძესთან.

🌿 ჩვენთან ურთიერთობა იწყება ნდობით და გრძელდება შედეგით.

☎️ ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +995 591 101 137

📍ნუცუბიძის V პლატო, კორპ. N2/ა

❇️ დეტოქსიკაცია მკურნალობის საწყისი და მნიშვნელოვანი ეტაპია. დეტოქსიკაციური მკურნალობის შემდეგ მიღწეული რემისიის შენარჩუ...
29/10/2025

❇️ დეტოქსიკაცია მკურნალობის საწყისი და მნიშვნელოვანი ეტაპია. დეტოქსიკაციური მკურნალობის შემდეგ მიღწეული რემისიის შენარჩუნება და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე.

🩺 მარი ლიქოკელი – სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ სტაციონარული და ამბულატორიული განყოფილების ხელმძღვანელი, ექიმი-ნარკოლოგი და ფსიქიატრი.

☎️ ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +995 591 101 137

📍ნუცუბიძის V პლატო, კორპ N2/ა

Address

ნუცუბიძის V პლატო, კორპ N 2/ა
Tbilisi
0183

Opening Hours

Monday 09:00 - 15:00
Tuesday 09:00 - 15:00
Wednesday 09:00 - 15:00
Thursday 09:00 - 15:00
Friday 09:00 - 15:00

Telephone

+995322391245

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამედიცინო ცენტრი ურანტი / Medical Center Uranti posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to სამედიცინო ცენტრი ურანტი / Medical Center Uranti:

Share