ქალთა გვერდი

ქალთა გვერდი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქალთა გვერდი, Health/Medical/ Pharmaceuticals, თბილისი ლუბლიანას 2/6, Tbilisi.

ძვირფასო მკითხველო! ხშირად ისმის კითხვა დედების მიერ თუ რატომ არის თავისი პატარა დაბალი... რა ვარჯიში უნდა გააკეთებინოს ...
24/07/2015

ძვირფასო მკითხველო! ხშირად ისმის კითხვა დედების მიერ თუ რატომ არის თავისი პატარა დაბალი... რა ვარჯიში უნდა გააკეთებინოს ან რა ვიტამინით კვებოს მისი შვილი რომ არ ჩამორჩეს ზრდაში სხვა ბავშვებს....ამ კითხვით მივმართეთ ენდოკრინოლოგს.
ნანიზმი ანუ ქონდრისკაცობა არის დაავადება, რომლისთვის დამახასიათებელია ზრდისა და ფიზიკური განვითარების პროცესების შეჩერება. ქონდრისკაცად ითვლება მოზრდილი მამაკაცის სიმაღლე, რომელიც აღწევს 130სმ–ს, ხოლო ქალის 120სმ–ს. ჰიპოფიზური ნანიზმის მიზეზებია გენეტიკური ფაქტორები, სიმსივნური წარმონაქმნები(კრანიოფარინგომები, მენინგიომები, ქრომოფობური ადენომები), ტრავმული, ტოქსიკური და ინფექციური დაზიანებები.ეს არის სერიოზული ენდოკრინოლოგიური დაავადება..საჭიროა ზრდის ჰორმონის დონის კვლევა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.
ჰიპოთირეოზი არის ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია, მისი განვითარება ადრეულ ასაკში იწვევს არამარტო ბავშვის ჩამორჩენას ფიზიკური განვითარების მხრივ, არამედ გონებრივი განვითარების შეფერხებასაც. ასეთ დროსაც აუცილებელია ენდოკინოლოგთან ვიზიტი და დროული მკურნალობის ჩატარება.
ზრდაში ჩამორჩენის მიზეზი არის ასევე არაალანსირებული კვება, არასათანადო რაოდენობით ვიტამინების მიწოდება...თუმცა ბალანსის შესავსებად სულაც არ არის საჭირო და აუცილებელი დამატებითი პრეპარატების მიღება,,უმჯობესია კვების დარეგულირება. ძვირფასო დედებო! დაიხსომეთ რომ ზედმეტი ტკბილეულით ბავშვის განებივრება სულაც არ არის საჭირო,, ბავშმა უნდა მიირთვას ხორცი კვირაში მინიმუმ 2 ჯერ, თევზი მინიმუმ 3ჯერ, ხილი ყოველ დღე, ბოსტნეული კვირაში 6 დღე. აუცილებელია წვნიანი..
ძვირფასო მკითხველო! თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ თემასთან დაკავშირებით მოგვწერეთ და გიპასუხებთ

ხშირად ისმის მსგავსი კითხვები...რატომ სუქდებიან ადამიანები? ...არ ვჭამ და მაინც ვერ ვიკლებ...რამდენად მართებულია  დაიწყო...
22/07/2015

ხშირად ისმის მსგავსი კითხვები...რატომ სუქდებიან ადამიანები? ...არ ვჭამ და მაინც ვერ ვიკლებ...
რამდენად მართებულია დაიწყოს ადამიანმა პირდაპირ დიეტა გამოკვლევების გარეშე? რით შემიძლია ვიკვებო დიეტის გარეშე???
მეგობრებო! სიმსუქნე არის სერიოზული პრობლემა.. ქრონიკული პათოლოგია,,, რომელსაც იწვევს არა მარტო მაღალ კალორიული კვება..არამედ სხვადასხვა დაავადებები... და ამასთან ერთად, თავად სიმსუქნეც მრავალი დაავადების მიზეზი ხდება..
შევეცდები მოკლედ გითხრათ ის სია დაავადებებისა რითიც გამოწვეულია სიმსუქნე.ყველაზე ხშირად ესაა ჰიპოთირეოზი(ანუ ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია), ინსულინორეზისტენტობა (რომელიც სჰემდგომსჰი ხდება ტიპი 2 დაბეტისა და საკვერცხეების პოლიკისტოზის განვითარების მიზეზი). ასევე მრავალი გენეტიკური დაავადება და ჰორმონალური დისბალანსი განაპირობებს მის განვითარებას..
თუმცაღა არ შეიძლება შემდეგი ფაქტორების უგულებელყოფა: უმოძრაო ცხოვრება,,,არაჯანსაღი კვება,,,
ამიტომაც მკითხველს მინდა ვურჩიო,,,მანამ სანამ დაიწყებთ თვითნებურად დიეტების დაცვას გამორიცხეთ ყველა შესაძლო დაავადება,,საჭიროების შემთხვევაში კი მიმართეთ ექიმს.

აბორტი ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა და საშვილოსნოდან ნაყოფის გამოძევებაა ორსულობის 28 კვირის შესრულებამდე. აბორტი უნდა გა...
22/07/2015

აბორტი ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა და საშვილოსნოდან ნაყოფის გამოძევებაა ორსულობის 28 კვირის შესრულებამდე. აბორტი უნდა განვასხვავოთ ნაადრევი მშობიარობისაგან (ორსულობის შეწყვეტა 28 კვირის შემდეგ), როდესაც იბადება სიცოცხლისუნარიანი ნაყოფი. აბორტი შეიძლება იყოს სპონტანური და ხელოვნური.
სპონტანური აბორტი ვითარდება ქალის ორგანიზმზე ან ნაყოფზე უშუალო ზემოქმედების გარეშე. მისი გამომწვევი მიზეზებია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმები (სიმძიმის აწევა, დაცემა, მუცლის დაშავება, მძიმე განცდა) და თვით ნაყოფის დაავადებანი. ხელშემწყობი მიზეზები - საშვილოსნოსა და საკვერცხეების განუვითარებლობა, საშვილოსნოს სიმსივნე, სასაქესო ორგანოების ანთება, ორსულთა ტოქსიკოზი, მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები, გულის მძიმე მანკი, ჰიპერტონიული დაავადება, ინტოქსიკაცია, დედისა და ნაყოფის სისხლის შეუთავსებლობა (განსაკუთრებით რეზუსფაქტორის მიხედვით) და სხვა.
თუ აბორტი ინფიცირებულია, აღინიშნება მაღალი სიცხე, აჩქარებული მაჯა, აგზნებული მდგომარეობა, ჩირქოვან-სისხლიანი გამონადენი. ინფიცირებული აბორტი შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს, ინფექცია საშვილოსნოდან საკვერცხეებზე, პერიტონეუმზე გადავიდეს და განვითარდეს სეფსისი (სეფსისური აბორტი). ასეთ შემთხვევაში საჭიროა ოპერაციული ჩარევა... ქალის ორგანიზმზე ან ნაყოფზე უშუალო ზემოქმედებით გამოწვეულ აბორტს ხელოვნური აბორტი ეწოდება.
ოპერაციის დროს საშვილოსნოს ყელს ხსნიან და საშვილოსნოს კედლებს ფხეკენ სპეციალური სამეანო ინსტრუმენტებით, ანდა უარყოფითი წნევის აპარატით ხდება საშვილოსნოდან ნაყოფის გამოწოვა (ვაკუუმასპირაცია). ხელოვნური აბორტი უარყოფითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე, მის ფსიქიკაზე, ნერვულ სისტემაზე, ხშირად იწვევს გართულებას, სასქესო ორგანოების ანთებას, ჰორმონული ფუნქციისა და მენსტრუალური ციკლის მოშლას, ნაადრევ სიბერესა და უშვილობას (ქალის უშვილობის ყველა მიზეზის 30%). განსაკუთრებით მავნეა აბორტი პირველი ორსულობის დროს.
ძვირფასო დედებო, ხშირად ისმის კითხვა: აბორტი...დანაშაული თუ არჩევანი? ? ? უბრალო და მეგობრული რჩევა ჩვენი საიტის მკითხველს..ნუ გაიმარტივებთ ცხოვრებას ყველაზე ცოდვილი გზით... ნუ გაოუცხადებთ ომს შთამომავლობას!

ორსულობის ტესტი   ორსულობის ტესტი შარდში არსებული ქორიონული გონადოტროპინის ჰორმონს ზომავს. ეს ჰორმონი გამოიყოფა პლაცენტი...
22/07/2015

ორსულობის ტესტი
ორსულობის ტესტი შარდში არსებული ქორიონული გონადოტროპინის ჰორმონს ზომავს. ეს ჰორმონი გამოიყოფა პლაცენტის უჯრედების მიერ, როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს კედელზე მაგრდება. ეს პროცესი იწყება კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან დაახლოებით ექვს დღეში. ჰორმონის რაოდნობა თქვენს ორგანიზმში მკვეთრად იზრდება კვერცხუჯრედის იმპლანტაციის მომდევნო დღეებში. ჩვეულებრივ ორსულობის ტესტებს შარდში ქორიონული გონადოტროპინის გამოვლენა მენსტრუაციული ციკლის დაგვიანების პირველივე ან მეორე დღესვე შეუძლია. ჰორმონის რაოდენობა მაქსიმალურად იზრდება ორსულობის მე-60 და მე-90 დღეებზე.
ორსულობის ტესტის გამოყენება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ციკლის დაგვიანების პირველივე დღეს.P.S.ზემგრძნოაბიარე ტესტებს ორსულობის ჰორმონის გამოვლენა მენსტრუაციის დაწყებამდეც შეუძლია, თუმცა ამ შემთხვევაში პასუხი შეიძლება არა ზუსტი აღმოჩნდეს.
სასურველია ტესტის ჩატარებამდე ნაკლები სითხე მიიღოთ, ამან შეიძლება იმოქმედოს ჰორმონის კონსისტენციაზე შარდში. გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში მიღებულმა მედიკამენტმაც შეიძლება იმოქმედოს ტესტის პასუხზე.
ძვირფასო დედიკოებო!
იზრუნდეთ თქვენი და თქვენი პატარას მომავალზე...ნუ გაიკეთებთ აბორტს..გავამრავლოთ ქართველი ერი!
გისურვებთ ჯანმრთელობას!

20/07/2015
http://primetimenews.ge/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83...
20/07/2015

http://primetimenews.ge/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B/ ar mindoda tqveni agelveba chemo orsulebo magram eridet am klinikas :(

სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით – ამ ფორმულირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე თბილისის ერთ-ერთ ცნობილ სამშობიაროში მომხდარ ფაქტზე. სტატიას ამის შესახებ გაზეთი

19/07/2015

Tvlit tu ara sachirod ekimis ayvanas mshobiarobis dros)

19/07/2015

gogoeb ramdeni orsuliaaa chventaaan

როგორ უნდა შეარჩიოს ორსულმა ტანსაცმელი?თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ორსულის სამოსი მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილებისგან უნდა ...
18/07/2015

როგორ უნდა შეარჩიოს ორსულმა ტანსაცმელი?თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ორსულის სამოსი მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილებისგან უნდა შედგებოდეს – შალი, ბამბა, აბრეშუმი და ა.შ.
მთავარი წესი, რომელიც უნდა დაიცვათ საორსულე ტანსაცმლის შერჩევისას – მოხერხებულად სატარებელი უნდა იყოს. არ უნდა გიჭირდეთ მოძრაობა, არ უჭერდეს მუცელზე ან უშლიდეს ხელს ნორმალურ სუნთქვას. ასევე ჯობს უარი თქვათ ღილებზე, ელვაშესაკრავებზე მუცლის მიდამოებში: იდეალური ვარიანტია შარვალი ელასტიკური ქამრით ან მთლიანი კაბა.
გარდა ამისა, მომავალი დედის სამოსი ამინდსაც უნდა შეესაბამებოდეს. არც ზედმეტად თხლად უნდა გეცვათ სეზონზე და არც ზედმეტად თბილად. პერანგის ან შარვლის ყიდვისას კარგად დააკვირდით – არ უნდა ჰქონდეს უხეში ნაკერები.
გახსოვდეთ, რომ ტანსაცმელი პირველ რიგში კომფორტული და თავისუფალი უნდა იყოს და მხოლოდ ამის მერე – მოდური და ლამაზი.

როგორ მოვექცეთ ორსულ ცოლს???????????9 თვე ქალის ორსულობისათვის - ეს არის განსაკუთრებული პერიოდი, არა მხოლოდ მისთვის არამ...
18/07/2015

როგორ მოვექცეთ ორსულ ცოლს???????????9 თვე ქალის ორსულობისათვის - ეს არის განსაკუთრებული პერიოდი, არა მხოლოდ მისთვის არამედ მისი ახლობელი ადამიანებისთვისაც. დრო ეს არის ბედნიერი და სასიხარულო რადგან, ყველა ელოდება ბავშვის ამ ქვეყნად დაბადებას. მიუხედავად ამისა ამ პერიოდში არის დაძაბულობებიც, სტრესები, პრობლემები ორსულის ჯანმრთელობასთან. საჭიროა, რომ ქმარი მაქსიმალურად გვერდში ედგეს მეუღლეს, ამხნევებდეს, იყოს თბილი და ალერსიანი.1 თქვენი ცოლი ახლა პასუხისმგებელია ორ სიცოცხლეზე ერთდროულად. თქვენ უნდა იყოთ მისი საიმედო საყრდენი და დამხმარე ყველა საქმეში. მოგიწევთ რთული საოჯახო საქმეების საკუთარ თავზე აღება. იარეთ საყიდლებზე და შეუმსუბუქეთ საქმიანობა მაქსიმალკურად მეუღლეს.
2 ორსულობის ბოლო ფორმები უფრო სახიფათოა. თქვენ მოგიწევთ სახლის დალაგება, იატაკის მოწმენდა და სისუფთავის შენარჩუნება, ან დაიქირავეთ ადამიანი რომელიც ამაში დაგეხმარებათ. კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან და დაწვრილებით შეისწავლეთ რისი კეთების და კვების უფლება აქვს ორსულს. დაუკვირდით მეუღლეს, თუ როგორ ასრულებს ექიმის მითითებებს. ამ დროს ქალებმა შეიძლება ნერვების გამო, ან კარგად ვერ ყოფნის გამო ან კარპრიზობის შედეგად არ შეასრულოს ყველა მითითება.
3 ქალი ამ დროს ძალიან მგრძნობიარეა ყველაფერი რომანტიკულის მიმართ. აჩუქეთ მას ყვავილები ყოველ დღე, აჩუქეთ ფუმფულა სათამაშოები. მოუწყვეთ საღამოები, დაუპატიჟეთ დაქალები, რომ გაერთოს მასთან. ისეირნეთ საღამოობით მასთან ერთად. უყურეთ საინტერესო და რომანტიულ ფილმებს ერთად.
4 ზოგი ქალი ორსულობისას პირიქით უკმაყოფილოა ზედმეტი ყურადღებით, ზოგი კი მუდამ არასაკმარისს ყურადღებას უჩივის. ასე, რომ ასეთ შემთხვევაში ორიენტაცია უნდა გააკეთოთ თქვენს მეუღლეზე თუ როგორია ის, ერთი რჩევის მოცემა ასეთ დროს ყველასათვის არ იქნება მიზანმიმართული. გახსოვდეთ, რომ ორსული ქალის ხასიათი შეიძლებ წუთში რამოდენიეჯერ შეიცვალოს.
5 დაუთმეთ ყურადღება მომავალ შვილს. ხშირად დაადეთ ხელი თქვენი მეუღლის მუცელს, და უთხარით რამე თბილი სიტყვა თქვენს მომავალ შვილს. მედიკებმა უკვე კაი ხანია დაამტკიცეს, რომ ბავშვს ესმის მამის ხმა და გრძნობს შეხებას. ცოლს კი რათქმაუნდა ესიამოვნა თქვენი ასეთი დამოკიდებულება მის და ბავშვის მიმართ.
6 გაახარეთ მეუღლე კომპლიმენტებით, ორსულები ხომ ამ დროს ძალიან ნერვიულობენ და ეჭვიანობენ ყველაზე და ყველაფერზე. ნუ შეფერხდებით ხოლმე სამსახურში, ნუ მიცემთ ნურაფერ ეჭვიანობის მიზეზს ცოლს. ჰორმონალური ცვლილებებმა რომელიც გამუდმებით მიმდინარეობს ორსულის სხეულშია შეუძლია სერიოზული ნევროზი და დეპრესია გამოიწვიოს თუ ის იეჭვიანებს ღალატზე თქვენს მხრიდან.
7 ნუ აჰყვებით პროვოკაციებსა და ისტერიკებს ცოლის მხრიდან. აჯობებს, რომ წყნარად მშვიდად და თბილად გაუფანტოთ ყველა ეჭვი და ნერვიულობები ცოლს. იყავით ლოგიკურები და აზრიანები, ელაპარაკეთ მეუღელს თავდაჯერებულად და ნუ აუწევთ ტონს ნურავითარ შემთხვევაში.
8 ტირის თქვენი მეუღლე თუ ისტერიულად იცინის ნუ მიაქცევთ ყურადღებას, მაინც ნაზად ჩაეხუტეთ მოეფერეთ და გამუდმებით უმეორეთ, რომ ის გიყვართ. თუ ღამე მეუღლე გაიღვიძებს და გთხოვთ, რომ მოუტანოთ შებოლილი თევზი და ნამცხვარი ერთად, ან ანანასი და კიტრი, გაიქეცით მაღაზიაში და უყიდეთ მას ყოველ შემთვევაში მარწყვი და ქათმის გრილი.

18/07/2015

mogvweret tqventvis saintereso temebii

ორსული და ზაფხული +  -პირველი და მთავარი: კვებაზაფხულში ბევრია ხილი და ბოსტნეული. ამ პერიოდში ისინი ქორფაა და ამიტომ - გ...
18/07/2015

ორსული და ზაფხული + -
პირველი და მთავარი: კვება
ზაფხულში ბევრია ხილი და ბოსტნეული. ამ პერიოდში ისინი ქორფაა და ამიტომ - განსაკუთრებით სასარგებლო. ქორფა ხილი და ბოსტნეული პრაქტიკულად არ იწვევს ალერგიას, ამიტომ შეგიძლიათ, თამამად მიირთვათ.
შუქნიშნის წესები
თუ ლანგარზე აწყვია წითელი, ყვითელი და მწვანე ფერის ხილი, მაშასადამე, თქვენს წინაშეა პრაქტიკულად ყველა აუცილებელი ვიტამინი და მიკროელემენტი. სიფრთხილით უნდა მოეპყროთ პოლივიტამინებს. მეცნიერები ამბობენ, რომ ვიტამინების დოზის გადაჭარბება საშიშია, ალერგოლოგებს კი მიაჩნიათ, რომ ვიტამინებისა და მიკროელემენტების სიჭარბეს მათი ნაკლებობა სჯობს. იმისთვის, რომ აუცილებელი ნივთიერებებით საკუთარი ორგანიზმიც უზრუნველყოთ და მის წიაღში მოკალათებული პაწიაც, მიმართეთ დიეტოლოგს და მიირთვით სასარგებლო, ნატურალური საკვები. ორსულს არ უნდა სწყუროდეს, ასე რომ, სვით, რამდენიც გენებოთ, ოღონდ არა ყოველგვარი სასმელი. ტკბილი სასმელები ორგანიზმში სითხეს აჩერებს, ამიტომ ჯობს, ისინი რაციონიდან გამოვრიცხოთ. სამაგიეროდ, შეგიძლიათ შეუზღუდავად სვათ სუფთა, გაფილტრული წყალი.

წყლის ძალა
რა შეედრება შხაპს, მით უმეტეს, ზაფხულში! ორსულებისთვის კი ყოველგვარი წყლის პროცედურა სასარგებლოა. ცურვა (მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა წყალსაცავსა და აუზში!) აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის შეშუპებებს, ამცირებს წნევას და ქოშინს, აუმჯობესებს თვითშეგრძნებას და სხეულს მშობიარობისთვის ამზადებს. თუ ექიმი ზღვაზე გამგზავრებას არ გიკრძალავთ, არც ჩვენ დაგაკავებთ. საკურორტო სეზონზე წყლის ტემპერატურა, ჩვეულებრივ, მისაღებია, ასე რომ, ბანაობაც შეგიძლიათ. მარილიანი წყალი უხდება ორგანიზმს, ამდიდრებს მას სასარგებლო ნივთიერებებით. რაც შეეხება სამკურნალო ტალახის აბაზანებს, მათ შესახებ პირად ექიმს უნდა შეუთანხმდეთ.

გარუჯვა და ჰაერის აბაზანები
ორსულები მკაცრად უნდა იცავდნენ შემდეგ წესებს:
გარუჯვა შეიძლება მხოლოდ დილის 10 საათამდე და საღამოს 4-5 საათის შემდეგ.
ყურადღება მიაქციეთ კანს - ორსულობისას ის უფრო მეტად არის მიდრეკილი პიგმენტური ლაქების წარმოქმნისკენ.
გამოიყენეთ მხოლოდ ნატურალური კრემები. მათი უმეტესობა ორსულებისთვის უკუნაჩვენები არ არის, მაგრამ ეტიკეტი მაინც წაიკითხეთ.
ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ხანი დაყოთ ჰაერზე. ზღვის ჰაერი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.
სასარგებლოა აგრეთვე სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც ფიზიკურ ფორმასთან
ერთად ამაღლებულ განწყობასაც შეგინარჩუნებთ.
თუ გნებავთ, ვარჯიშმა მაქსიმალური სარგებლობა მოგიტანოთ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. ვარჯიში სასიამოვნო უნდა იყოს და არა დამქანცველი. თუ მოძრაობა ტკივილს გაყენებთ, ვარჯიშს თავი დაანებეთ.

კოსმეტიკა და ტანსაცმელი
ორსულობისას კანი აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათაAცვლაში და ჩვეულებრივზე რამდენჯერმე ეფექტურად იწოვს, ამიტომ ცოტა ხნით განზე გადადეთ ბურთულიანი დეზოდორები და ქიმიური კომპონენტებით გაჯერებული კოსმეტიკური საშუალებები. გაცილებით სასარგებლო და სასიამოვნოა, ხშირად მიიღოთ შხაპი. ამის შემდეგ სხეული დაიზილეთ პირსახოცით, მიიღეთ ჰაერის აბაზანა და ჩაიცვით ბამბის, სელის ან სხვა ბუნებრივი მასალის ტანსაცმელი - კანს სუნთქვა სჭირდება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საცვლებს. ბამბის ქვედა საცვლები საუკეთესოა სოკოს საპროფილაქტიკოდ, ყოველდღიური საფენები (მით უმეტეს, სურნელოვანი) და სინთეტიკური საცვლები კი დასნებოვნების რისკს ზრდის. ბევრი ფორმის დაკარგვის შიშით მთელ ორსულობას ბანდაჟით ატარებს. გაითვალისწინეთ, ტუალეტის ეს დეტალი კომფორტს უნდა გიქმნიდეთ და არა დისკომფორტს. თუ გაწუხებთ, მისი ტარება არ არის აუცილებელი, მით უმეტეს, სიცხეში. როგორც ხედავთ, ორსულობის "საზაფხულო" წესები ძალიან მარტივია. ისიამოვნეთ მზით, ზღვითა და ტკბილი მოლოდინით.

Address

თბილისი ლუბლიანას 2/6
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქალთა გვერდი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share