Mental Health Center -აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი

  • Home
  • Mental Health Center -აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი

Mental Health Center -აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი სურამისა და ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკები

31/12/2024

... და აი, მიილია 2024 წელი, რომელიც იყო შინაარსიანი და მრავალმხრივი, როგორც დადებითი და პოზიტიური, ასევე ნეგატიური მოვლენებით აღსავსე, მაგრამ მაინც მადლობა უნდა ვუთხრათ ამ წელს, ისევე როგორც ყველა განვლილ წელს! მადლობა ყველას ყველაფრისთვის, რითიც გამდიდრდა ჩვენი გამოცდილება...
აქვე, გვაქვს პატივი ყველას, ყველას, თითოეულ თანამშრომელს მოგილოცოთ დამდეგი 2025 წელი და გისურვოთ ჯანმრთელობა, სიმშვიდე და მშვიდობა, სიცოცხლე და ბედნიერება, კეთილდღეობა და სიმდიდრე!
იხარე და იბედნიერე სრულიად საქართველოვ!
ცენტრის ადმინისტრაცია!

19/06/2024

შპს აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის 2024 წლის ბიზნეს-გეგმა დამტკიცებულია.
ბევრი სიახლეა ამ გეგმაში - პერსონალის შრომის ანაზღაურების ზრდა, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი და, როგორც ყოველთვის, მედიკამენტების, სახარჯი მასალებისა და კვების ხარჯები და სხვა.
ცენტრი, როგორც წესი, მოქმედებს ბიზნეს-გეგმის პარამეტრების სრული დაცვით და წლის ბოლოს მიღწეული იქნება ყველა დასახული ამოცანა, რაზეც ეტაპობრივად, განხორციელებული აქტივობების მიხედვით, შეგატყობინებთ.

ცენტრის ადმინისტრაცია

26/03/2024

❗ვ ა კ ა ნ ს ია
💊💊💊შპს "აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი" Mental Health Center -აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი
აცხადებს ვაკანსიას საკუთარი, ავტორიზებული აფთიაქის პროვიზორ- მენეჯერის პოზიციაზე.
✅ მთავარი მოთხოვნა - ფარმაცევტის უმაღლესი,მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული, განათლება.🎓

✅ძირითადი მოვალეობები:
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების შეძენა,შენახვასა და გაცემაზე პასუხისმგებლობა.

✅სამუშაო პერიოდი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 8-საათიანი სამუშაო დღე.

✅სამუშაო ადგილი - დაბა სურამი.

❓სამუშაო გამოცდილების,ანაზღაურებისა და დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით❗
📧 suramisfsiqiatriuli@gmail.com
📱 597 155 977
🌞 🌞 🌞

17/11/2023

ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცდა ცენტრის 2024 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმა, რომლის ოდენობამაც შეადგინა 975,7 ათასი ლარი.
აღსანიშნავია, რომ გეგმაში გათვალისწინებულია ახალი აფთიაქის შენობის პროექტირება და მშენებლობა, რაზეც წინასწარი შეთანხმება მიღწეულია ცენტრის ზემდგომთან.
ასევე, სასიამოვნო სიახლეს წარმოადგენს ცენტრის ვებ-გვერდის შექმნის დაგეგმვა, რის შემდეგაც ყველა სიახლე და აქტივობა განთავსებული იქნებ არა მხოლოდ სოციალურ ქსელში, არამედ ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე.
ასევე, დაგეგმილია გათბობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების გამოცვლა და დამონტაჟება და ბევრი სხვა სიახლე.
მთავარი პრიორიტეტი კი პაციენტებზე ზრუნვა და პერსონალის ინტერესების ჰარმონიზაციაა.

31/05/2023

შპს აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის კოლექტივი ულოცავს საქართველოს პოლიციას პოლიციის დღეს!
პოლიციელები არიან გმირები!
პოლიცია დგას ჩვენი სიმშვიდის სადარაჯოზე ყოველთვის და ვუსურვებთ თითოეულ პოლიციელს ჯანმრთელობას და კეთილ დღეებს საკუთარ ოჯახებში, წარმატებებს სამსახურებრივ სარბიელზე და ნაკლებ სამართალდარღვევას ქვეყანაში!
მადლობა ქართულ პოლიციას!

21/05/2023

2023 წლის 20 მაისს, ქ.თბილისში ჩატარდა ფსიქიატრთა ასოციაციის გამგეობის არჩევნები. წარმოდგენილი იყო გამგეობის წევრობის 10 კანდიდატი. ათივე კანდიდატს მიეცა თითო წუთი საკუთარი ხედვების გასაცნობად საზოგადოებისათვის. აღნიშნული პროცესი წარიმართა წყნარ და შინაარსიან გარემოში.
პროცესის დასრულების შემდგომ, შედგა გამგეობის არჩევნების პროცედურა. არჩეული იქნა გამგეობის 7 (შვიდი) წევრი, რომლებმაც თავის მხრივ ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს ქალბატონი ნინო ოკრიბელაშვილი. ვულოცავთ მას ამ საპატიო პოსტზე არჩევას და წარმატებებს ვუსურვებთ რთულ და დაძაბულ საქმიანობაში.
დამსწრე საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს, ქალბატონ ეკა ჭყონიას განხორციელებული საქმიანობისთვის.
ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო სურამის ფსიქიატრიული კლინიკის ექიმ-ფსიქიატრთა სახელოვანმა კოლექტივმაც, ნიკოლოზ გოგალაძის, ლალი გუნთაიშვილის, ეთერ გოგალაძის და ნათია ცუცქირიძის შემადგენლობით. მათ, ასევე, ხმის უფლების გარეშე, თან ახლდათ კლინიკის დირექტორი, კახაბერ ძიმისტარიშვილი და ადმინისტრაციის მენეჯერი, ველოდი ლაგვილავა.
ასე დასრულდა ეს ლამაზი დღე.

12/05/2023

შპს აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი საკუთარი ექთნების ლამაზ, ერთგულ და საიმედო გუნდს, ქალბატონი დოდო გაბაშვილის ხელმძღვანელობით, ულოცავს ექთნის დღეს! მრავალი წელი გემსახუროთ ისევე უანგაროდ და ერთგულებით, როგორც აქამდე ემსახურებოდით ამ საპატიო საქმეს!
აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და სრულიად საქართველოში მოღვაწე ყველა ექთანს ვულოცავთ დღევანდელ დღეს! ექთნების შრომა არის განუზომელი და შეუფასებელი! წარმატებები გვინდა ყველას გისურვოთ ჯანმრთელობასთან და უამრავ ბედნიერებასთან ერთად!

24/04/2023

როგორც შპს აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი უკვე გატყობინებდათ, სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური, მთავარი შრომის ინსპექტორის ბრძანების საფუძველზე, სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში შრომითი უფლებების დაცვის შემოწების მიზნით აწარმოებდა ინსპექტირებას.
და აი, 2023 წლის 24 აპრილს, კლინიკამ მიიღო შრომის ინსპექციის 2023 წლის 18 აპრილის N125/დ დადგენილება, რომელშიც საუბარია, რომ: "... დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა, დასაქმებულთა შრომითი ხელშეკრულებები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები შესაბამისობაშია საქართველოს შრომის კოდექსთან".
ამასთან, შრომის ინსპექცია ადგენს: "შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის არ არსებობის გამო".
როგორც ვხედავთ, ცენტრმა ყურადღებით შეისწავლა შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ბედიანის შშმ პირთა თავშესაფარში გამოვლენილი ხარვეზები და გამოასწორა არსებული ვითარება ორივეგან: ბედიანის თავშესაფარში - გასულ წელსვე, ხოლო სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში, 2023 წლის დადგომისთანავე განხორციელდა შრომითი ხელშეკრულებების საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
აქვე, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ცენტრი მზად არის სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურთან მუდმივი თანამშრომლობისთვის და ყველა მის მითითებას მოეკიდება გულისყურით.

18/04/2023

შპს "აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი" ულოცავს საკუთარ პერსონალს და უკლებლივ თითოეულ ბენეფიციარს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ქრისტე აღსდგა!
ქრისტე აღსდგა!
ქრისტე აღსდგა!
ჭეშმარიტად აღსდგა!
გილოცავთ!

Address


Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Mental Health Center -აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

  • Want your practice to be the top-listed Clinic?

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram