24/04/2023
როგორც შპს აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი უკვე გატყობინებდათ, სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური, მთავარი შრომის ინსპექტორის ბრძანების საფუძველზე, სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში შრომითი უფლებების დაცვის შემოწების მიზნით აწარმოებდა ინსპექტირებას.
და აი, 2023 წლის 24 აპრილს, კლინიკამ მიიღო შრომის ინსპექციის 2023 წლის 18 აპრილის N125/დ დადგენილება, რომელშიც საუბარია, რომ: "... დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა, დასაქმებულთა შრომითი ხელშეკრულებები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები შესაბამისობაშია საქართველოს შრომის კოდექსთან".
ამასთან, შრომის ინსპექცია ადგენს: "შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის არ არსებობის გამო".
როგორც ვხედავთ, ცენტრმა ყურადღებით შეისწავლა შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ბედიანის შშმ პირთა თავშესაფარში გამოვლენილი ხარვეზები და გამოასწორა არსებული ვითარება ორივეგან: ბედიანის თავშესაფარში - გასულ წელსვე, ხოლო სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში, 2023 წლის დადგომისთანავე განხორციელდა შრომითი ხელშეკრულებების საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
აქვე, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ცენტრი მზად არის სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურთან მუდმივი თანამშრომლობისთვის და ყველა მის მითითებას მოეკიდება გულისყურით.