თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა

თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა 🎓 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის თვითმმართველობა |სტუდენტების იდეების, განვითარების, პრობლემების გადაჭრისა და დახმარებისთვის💙🤍🩺

🔴ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით  გაიმართება სისხ...
28/09/2025

🔴ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართება სისხლის უანგარო დონაციის დღეები.

🩸სისხლის ბანკი "სიცოცხლე" ეხმარება ადამიანებს, რომლებიც ებრძვიან სხვადასხვა მწვავე დაავადებას ან აქვთ სისხლის გადაუდებელი საჭიროება.🏥

⏹ სისხლის დონორი შეიძლება გახდეთ ნებისმიერი ადამიანი 18-დან 65 წლამდე, თუ:

▶️ თქვენი წონა – 50-კგ და მეტია;
▶️ არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები B და C;
სიფილისი, ტუბერკულოზი;
▶️ არ ხართ ინფიცირებული აივ ინფექციით;
▶️ არ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;
▶️ არ გაქვთ გულსისხლძარღვთა დაავადებები. ეპილეფსია, დიაბეტი, თირკმელების ან ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ვენერიული დაავადებები;
▶️ არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი;
▶️ არ გქონიათ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია, არ გაგიკეთებიათ ტეტანუსისა და ცოფის საწინააღმდეგო აცრა ბოლო 1 წლის განმავლობაში;
▶️ არ გაგიკეთებიათ ტატუ ბოლო 2 თვის განმავლობაში;
▶️ ბოლო 6 თვის მანძილზე არ ყოფილხართ ორსულად;

🅱️მათ, ვინც მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო აქციაში, უფასოდ მიეწოდებათ შემდეგი კვლევის შედეგები:

▶️ სისხლში ჰემოგლობინის დონის განსაზღვრა.
▶️ ჯგუფი, რეზუსი.
▶️ B და C ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი.

🩸ადამიანმა, ვინც დონორობას აპირებს, უნდა იცოდეს შემდეგი:

▶️ სისხლის დონაცია იოლი, უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია;
▶️ სისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი დაცულია ინფიცირებისაგან;
▶️ სისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის;
▶️ სისხლის ჩაბარება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში;
▶️ სისხლის ხელმეორედ ჩაბარება შეიძლება 2 თვის შემდეგ.

‼️ თან იქონიოს პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთი ან საბუთის ფოტოსურათი‼️

არ იყოთ უზმოზე🫶🏻

🗓️ჩატარების თარიღი: 1,2,3,6,7,8 ოქტომბერი

⏰დრო: 10:30-16:00 საათი

📍ადგილმდებარეობა:

1 ოქტომბერი -📍ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი- I კორპუსი 303 აუდიტორია.

2 ოქტომბერი -📍სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, იურიდიული ფაკულტეყი - II კორპუსი 237-ე აუდიტორია.

3 ოქტომბერი -📍ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - III კორპუსის 018 აუდიტორია.

6 ოქტომბერი - 📍ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - X კორპუსის (მაღლივი) 102-ე აუდიტორია

7 ოქტომბერი - 📍ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - XI კორპუსის (განივი) 301 აუდიტორია.

8 ოქტომბერი - 📍მედიცინის ფაკულტეტი - მორფოლოგიურის ინსტიტუტის (ბელიაშვილის 74) 129-ე აუდიტორია.

♦️დონაციის შემდგომ გაგიმასპიძლდებით შოკოლადით, კოკაკოლით, ( დამატებით ტკბილეული ,ყავა, ჩაი გვაქვს ხოლმე) ☕️🫖❤️

❗️გახდი დონორი, გადაარჩინე სიცოცხლე❗️



🔴 Selfless blood donation days will be organized by the student self-government of Ivane Javakhishvili Tbilisi State University.

🩸blood bank "Sitsotskhle" helps people who are fighting various acute blood-related diseases or have an urgent need for blood.🏥

⏹ Any person between the ages of 18 and 65 can become a blood donor if:

▶️ Your weight is- 50 kg and more;
▶️ You have not been infected with viral hepatitis B and C; syphilis, tuberculosis;
▶️ You are not infected with HIV infection;
▶️ You do not have blood or oncological diseases;
▶️ You are not a drug user;
▶️ You have not undergone a surgical operation, you have not been vaccinated against tetanus and rabies over the last 1 year;
▶️ You have not had a tattoo in the last 6 months;
▶️ You have not had contact with other people's blood;
▶️ You have not been pregnant in the last 6 months;
▶️ On the day of donation, the donor must be practically healthy - they must not have fever, runny nose, catarrh, or other flu-like symptoms.

🅱️Those who will participate in the charity campaign will receive the following survey results for free:

▶️ determining the level of hemoglobin in the blood
▶️ Blood Group, rhesus.
▶️ Hepatitis B and C, syphilis, and AIDS virus

A person who is going to donate blood should know the following:

▶️ Blood donation is an easy, safe and painless process;
▶️ When donating blood, only disposable materials are used and the donor is protected from any infections;
▶️ Blood donation is absolutely safe;
▶️ Blood donation is recommended in the first half of the day;
▶️ On the day of blood donation, it is better to eat lightly and drink sweet tea in the morning. You should refrain from taking to***co and analgesics;
▶️ Blood can be donated again after 2 months.

‼️ Bring your ID card with you‼️

Don't be fasting 🫶🏻

🗓️Date: October 1,2,3,6,7,8

⏰ Time: 10:30-16:00 O’clock

📍Location:
October 1st - 📍 Faculty of Humanities - I building 303rd auditorium.

October 2nd - 📍 Faculty of Social and Political Sciences, Faculty of Law - II building 237th auditorium.

October 3rd - 📍Faculty of Psychology and Educational science - Building III 018rd auditorium

October 6th - 📍TSU Faculty of Business and Economics - 102nd Auditorium, Building X (Maglivi).

October 7th - 📍Faculty of Exact and Natural Sciences, - XI building (Ganivi) 306th auditorium.

October 8th - 📍Faculty of Medicine - Institute of Morphology (74 Beliashvili St.) 129th auditorium

♦️After the donation, we will treat you with chocolate, Coca-Cola ❤️

❗️ Become a donor, save a life❗️

23/09/2025

ბილეთების გაცემა გრძელდება‼‼‼

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ბილეთევი გაიცემა განივში 347 ოთახში, დილის 10 საათიდან და ასევე მორფოლოგიურის ინატიტუტში, 333 ოთახში დილის 12 საათიდან.

იჩქარეთ, რაოდენობა შეზღუდულია და არ დაგავიწყდეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთის ქონა.

გისურვებთ წარმატებებს

26/08/2025

✨მოგესალმებით, პირველკურსელებო! ✨

გთავაზობთ მცირემეტრაჟიან ვიდეოს , რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაეცნოთ ჩვენს ფაკულტეტს, შესაძლებლობებს და სტუდენტურ ცხოვრებას. 💙🤍

🌟თსუ-ს ოჯახში ყოველთვის გექნებათ ადგილი და მხარდაჭერა.

ბედნიერი და წარმატებული სტუდენტობა🎓💫

📲 Follow us:
🌐 Instagram: https://www.instagram.com/tsumedssg?igsh=MXZ3OTgwNHo3Y3l1cg==
🎶 TikTok:https://www.tiktok.com/?_t=ZS-8zC9CGbe15z&_r=1

მშვიდობით, ბატონო ზურა. ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც უბრალოდ ლექტორზე გაცილებით დიდი იყო — ბატონ ზურაბ ჩხაიძეს.ლექტორ...
04/07/2025

მშვიდობით, ბატონო ზურა.

ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც უბრალოდ ლექტორზე გაცილებით დიდი იყო — ბატონ ზურაბ ჩხაიძეს.
ლექტორს, რომელმაც სტუდენტებისთვის არა მხოლოდ ცოდნა, არამედ სითბო, სიყვარული და გულწრფელი ყურადღება დატოვა.

მისი აუდიტორია სავსე იყო სიჩუმითაც და სიცილითაც, სერიოზული თეორიებით და მეგობრული თვალისჩაკვრით.
ის იყო ყველას ლექტორი, მაგრამ თითოეული სტუდენტის გულთან ახლოს მდგომი.
ბატონი ზურა ქმნიდა გარემოს, სადაც სტუდენტი თავს მნიშვნელოვანად გრძნობდა.

დღეს ეს სივრცე დაცარიელდა, მაგრამ მისი სიტყვები, ღიმილი და ჰუმანურობა სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.
ჩვენ ვწუხვართ, მაგრამ ამ ტკივილში მადლიერებასაც ვგრძნობთ — რომ გვქონდა პატივი, გაგვეცნო ადამიანი, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა არა მხოლოდ ცოდნით, არამედ ადამიანობითაც.

ნათელში იყოს მისი სული.
ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ყველა სტუდენტს, ვინც მასთან ერთად გაიზარდა.

💿 მელომანი 2025 — მუსიკალური ბრძოლის გრანდიოზული ფინალი! 🎶⚡️🗓️ 29 ივნისს, თსუ-ის I კორპუსი გადაიქცა ნამდვილ მუსიკალურ არ...
04/07/2025

💿 მელომანი 2025 — მუსიკალური ბრძოლის გრანდიოზული ფინალი! 🎶⚡️

🗓️ 29 ივნისს, თსუ-ის I კორპუსი გადაიქცა ნამდვილ მუსიკალურ არენად! 🎤🏆
3 საუკეთესო გუნდი ერთმანეთს შეერკინა ინტელექტში, სიჩქარესა და მუსიკალურ ინტუიციაში... კითხვები იცვლებოდა მეხის სისწრაფით, აუდიტორია კი თითოეულ სწორ პასუხზე აფეთქდებოდა აპლოდისმენტებით! 👏🔥

😂 იყო დაბნეული სახეები…
🤯 უცაბედი იდეები…
🙌 და გამარჯვებისკენ სირბილით მიმავალი წამები!

🥇 I ადგილი — ბიძია დენი
🥈 II ადგილი — საპოვნელა
🥉 III ადგილი — შერეკილები

📸 ფოტოებზე ყველაზე მძაფრი ემოციები დაგვრჩა: გუნდისხმიერი ყვირილი, ბოლო წამზე მოძებნილი სწორი პასუხები და სიხარულის ფეერვერკი ფინალში! 🎇

✨ დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, გულშემატკივარს და საორგანიზაციო გუნდს — ამხელა მუსიკალური ენერგიის გარეშე ასეთი საღამო ნამდვილად ვერ გამოვიდოდა!

მელომანი აუცილებლად დაბრუნდება ახალი სეზონით… კიდევ უფრო ხმაურიანი და საინტერესო! 🎶
ახალი კითხვებით, ახალი გუნდებით და კიდევ უფრო მეტ ხმაურით!

#მელომანი2025 #თსუშიარასდროსიწყენთ #სტუდენტებისენერგია #თსუ

🌟 28 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის სფეროს ნამდვილი დღესასწაული გაიმართა! 🌟თბილისის სახელმწიფო უ...
03/07/2025

🌟 28 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის სფეროს ნამდვილი დღესასწაული გაიმართა! 🌟

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, სტომატოლოგიის დეპარტამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, გამართა სტუდენტური კონფერენცია - „თანამედროვე სტომატოლოგიის აქტიური საკითხები“ 🦷✨

📍 ღონისძიებას მაღალი პროფესიული სტანდარტებით ხელმძღვანელობდა პროფესორი მამუკა მარგველაშვილი, ხოლო ორგანიზაციულ მხარეს წარმატებით უძღვებოდა პროფესორი მანანა კალანდაძე.

💡 დღის განმავლობაში ახალგაზრდა მომხსენებლებმა არაერთი საინტერესო და ინოვაციური თემა გააჟღერეს – თანამედროვე სტომატოლოგიის მწვავე გამოწვევებიდან ახალ ტექნოლოგიურ მიღწევებამდე!

🤝 განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერს – ფარმაცევტულ კომპანია „აზადენტ ფარმას“, რომლის წარმომადგენელიც, ქალბატონი თამუნა ნინიაშვილი, პირადად ესწრებოდა კონფერენციას და სტუდენტებს უდიდესი მხარდაჭერა გამოუცხადა!

🎤 კონფერენცია იყო ნამდვილი შთაგონების და პროფესიული ზრდის სივრცე, სადაც სტუდენტებმა არა მხოლოდ ცოდნა გაიღრმავეს, არამედ დებატების, პრეზენტაციის და მეცნიერული განხილვის უნარებიც დახვეწეს!

❤️ დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ პროფესორს, ორგანიზატორს, სპიკერს და აქტიურ აუდიტორიას – თქვენთან ერთად ასეთი დღეები განსაკუთრებულია!

🚀 წინ კიდევ ბევრი საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული სამეცნიერო გამოწვევა გველოდება – ერთად უფრო მაღალი მწვერვალების დასაპყრობად!

🌟 გავაფართოეთ ნეირომეცნიერების საზღვრები ერთად – ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების საიდუმლოებებით! 🌟📍 ალ. ნათიშვი...
27/06/2025

🌟 გავაფართოეთ ნეირომეცნიერების საზღვრები ერთად – ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების საიდუმლოებებით! 🌟
📍 ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტში
📅 14-15 ივნისს, 2025 წლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს – ალცჰაიმერსა და პარკინსონს, წარმატებით ჩატარდა და დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა მისი მონაწილეებისთვის! 🧠

🎙️ კონფერენცია გაიხსნა შთამბეჭდავი მოხსენებებით.
▫️დავით გიგინეიშვილსა და ნინო ინაურის გამოსვლები მნიშვნელოვან კლინიკურ და კვლევით პერსპექტივებს შეეხო, რაც ინსპირაციის წყაროდ იქცა სტუდენტებისთვის, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ.💙🤍

🧪 მონაწილეებმა წარმოადგინეს მაღალი აკადემიური ხარისხის მქონე ინდივიდუალური და გუნდური მოხსენებები.

🏆 თითოეული დღის საუკეთესო მოხსენებები შევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში.

25/06/2025

🌟გახდი გმირი ერთი დღით!🌟
📅 ხვალ, 26 ივნისი
📍 თსუ-ის მე-11 (განივ) კორპუსი, 301-ე აუდიტორია
🕙 10:00 - 16:00

მოდი, გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე! ❤️🩸
🌱 შენი 10 წუთი = სხვისი ახალი შანსი ✨

მედიცინის სტუდენტური თვითმმართველობა ვიზიარებთ გარდაცვლილის ოჯახის ტკივილს და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისის სახელ...
17/05/2025

მედიცინის სტუდენტური თვითმმართველობა ვიზიარებთ გარდაცვლილის ოჯახის ტკივილს და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტომატოლოგიის II კურსის სტუდენტის ,აითაჯ მამედოვას, გარდაცვალების გამო.

ვუერთდებით სტუდენტთა გლოვას, თსუს I კორპუსის ეზოში 12 საათზე გაიმართება მემორიალი აითაჯის მოსახსენიებლად.

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა უსამძიმრებს ჩვენი თანაუნივერსიტეტელის აიტაჯ მამედოვას ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანაკურსელებს.

Address

აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, 78
Tbilisi

Opening Hours

Friday 09:00 - 19:00
Saturday 09:00 - 19:00

Telephone

+995551160905

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram