არითმიების ცენტრი რიტმარტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • არითმიების ცენტრი რიტმარტი

არითმიების ცენტრი რიტმარტი ნებისმიერი სირთულის არითმიის მკურნალობა პირველი სრულყოფილად აღჭურვილი არითმოლოგიური ცენტრი ამიერკავკასიაში

GeHra 2023 #რიტმარტი
04/11/2023

GeHra 2023
#რიტმარტი

წინაგულთა ფიბრილაციის (მოციმციმე არითმიის) აბლაციის უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტის წონის მიუხედავადკვლევაში გამოყენ...
14/10/2023

წინაგულთა ფიბრილაციის (მოციმციმე არითმიის) აბლაციის უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტის წონის მიუხედავად

კვლევაში გამოყენებულ იქნა კლივლენდის კლინიკის რეესტრის იმ პაციენტების მონაცემები, რომლებსაც ჩაუტარდათ წინაგულთა ფიბრილაციის კათეტერული აბლაცია 2013-2021 წლებში და რომელთა BMI*-ც ცნობილი იყო.
*BMI - სხეულის მასის ინდექსი. იანგარიშება წონის (კგ) შეფარდებით სიმაღლის (მ) კვადრატთან
წინაგულთა ფიბრილაციის კათეტერულ აბლაციას ჰქონდა გართულების დაბალი მაჩვენებელი (1.5%), მიუხედავად პაციენტის სხეულის მასის ინდექსისა (BMI). საკვლევ ჯგუფს წარმოადგენდა აშშ-ს 5800 პაციენტი.
წინაგულთა ფიბრილაციის რეციდივი მნიშვნელოვნად მაღალი იყო მეორე (BMI 35-39.9) და მესამე ხარისხის (BMI>40) სიმსუქნის დროს, ნორმალური სხეულის მასის ინდექსის მქონე ინდივიდებთან შედარებით (სამ წლიანი დაკვირვება).
თუმცა პაციენტების თქმით, აბლაციამ დიდად გააუმჯობესა მათი ცხოვრების ხარისხი და ნებისმიერი BMI-ს მქონე პაციენტებთან შეამცირა წინაგულთა ფიბრილაციის მიერ გამოწვეული დისკომფორტი.

ჭარბწონიანობა/სიმსუქნე წინაგულთა ფიბრილაციის რისკ ფაქტორია, შესაბამისად ასეთ პაციენტებს ხშირად ურჩევენ კათეტერულ აბლაციას, რაც წინაგულთა ფიბრილაციასთან გამკლავების სტანდარტული მეთოდია. თუმცაღა, კვლევები სიმსუქნის მქონე პაციენტებთან ამ პროცედურის ჩატარების ეფექტურობისა თუ უსაფრთხოების შესახებ სხვადასხვა შედეგებს იძლეოდნენ.
ეს არის ყველაზე დიდი კვლევაა რომელიც ჩაუღრმავდა BMI-ს ეფექტს პროცედურის შემდგომ შედეგებზე, უსაფრთხოებასა და პაციენტთა ცხოვრების ხარისხზე.
შედეგების მიხედვით წინაგულთა ფიბრილაციის აბლაცია უსაფრთხოა პაციანტებთან, მიუხედავად მათი BMI-სა. აბლაცია ამცირებს დისკომფორტს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. შესაბამისად აბლაცია რეკომენდაცებულია სიმპტომურ პაციენტებში განურჩევლად მათი BMI-სა.
უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ წონაში კლების უპირატესობები; ამასთან პაციენტებს ეძლევათ არჩევანი სტანდარტული წონის კონტროლის პროგრამას და ბარიატრიული ოპერაციას შორის.
მკვლევარებმა პაციენტები 5 სხვადასხვა კატეგორიაში გაანაწილეს BMI-ს ინდექსის მიხედვით; ნორმალური BMI(18.5-24.9), ჭარბწონიანობა(BMI 25-29.9), ან I, II, III ხარისხის სიმსუქნე (BMI 30-34.9, 35-39.9, და >40, შესაბამისად).
ცხოვრების ხარისხთან დაკავშირებულ გამოკითხვაში 2635 პაციენტი მონაწილეობდა. წინაგულთა ფიბრილაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ნორმალური წონით კატეგორიაში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მაღალი სიმსუქნის მესამე კატეგორიაში. აბლაციის შემდეგ ცხოვრების ხარისხი ყველა BMI-ს ქვეჯგუფში თანაბრად გაუმჯობესდა.

Address

კრწანისის ქუჩა 12
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Telephone

+995555502201

Alerts

Be the first to know and let us send you an email when არითმიების ცენტრი რიტმარტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to არითმიების ცენტრი რიტმარტი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category