წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tsalenjikha
  • წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, Medical Center, სალიას ქ. N5, Tsalenjikha.

✅️ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ადგილობრივი მალარიისგან თავისუფალ ტერიტორიად სერტიფიცირებასთან დაკა...
28/04/2026

✅️ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ადგილობრივი მალარიისგან თავისუფალ ტერიტორიად სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას მ/წ 27 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მაღალი რანგის წარმომადგენლები:
NCDC – ირაკლი ფურცელაძე
WHO – სილვიუ დომენტე
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი – ნინო ნიჟარაძე
NCDC – პაატა იმნაძე
NCDC – ხათუნა ზახაშვილი
NCDC – ლევან ბაიდოშვილი
NCDC – მერაბ იოსავა
ღონისძიებაზე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საქმეში გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და საქართველოში მალარიის ელიმინაციის ისტორიული შედეგის მიღწევაში გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და ფოთის წარმომადგენლებს გადაეცათ მადლობის სიგელები და მედლები.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U
#საზოგადოებრივიჯანდაცვამნიშვნელოვანნია

25/04/2026

მალარიის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 2007 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ძალისხმევის მობილიზებას მალარიის დასასრულებლად.

მეცნიერების განვითარების დღევანდელმა სწრაფმა ტემპმა მსოფლიოს მისცა შესაძლებლობა უახლოესი ათწლეულის განმავლობაში სრულად დაამარცხოს მალარია.

2000 წლიდან 2025 წლამდე მსოფლიოში მალარიის ენდემური ქვეყნების რაოდენობა 108-დან 80-მდე შემცირდა.

მალარიით განპირობებული ავადობის შემცირების მიზნით იქმნება ახალი და ეფექტური ვაქცინები, ხდება კოღოების გენომის მოდიფიცირება, მიმდინარეობს და ფართოვდება ახალი ხანგრძლივმოქმედი სამკურნალო პრეპარატების წარმოება.

მსოფლიოს 25 ქვეყანაში ინერგება მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომლის საშუალებითაც, წინასწარი შეფასებით 10 მილიონამდე ბავშვის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამჟამად ახორციელებს მალარიის საწინააღმდეგო კამპანიას ,,მალარიაზე გამარჯვების გადამწყვეტი კურსი: ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ შევძლებთ“.

2025 წლის 15 იანვრიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველო აღიარებულია ადგილობრივი მალარიისგან თავისუფალ ტერიტორიად.
ამჟამად ქვეყანაში ხორციელდება სრულმასშტაბიანი ღონისძიებები მალარიის შემობრუნების პრევენციის მიზნით.

სახელმწიფოს მიერ სრულად უზრუნველყოფილია ენტომოლოგიური კონტროლი, მალარიის შემოტანილ შემთხვევათა მართვისა და მკურნალობის სერვისები.
#მალარიისმსოფლიოდღე #მალარია

✅️საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის ...
23/04/2026

✅️საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით,
✅️ა(ა)იპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგებმა ქალაქ წალენჯიხაში მდებარე სალონი შეამოწმეს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია,
✅️ა(ა)იპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილების საფუძველზე, მონიტორინგს აწარმოებს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ყველა სალონის, შემოწმება ეტაპობრივად განხორციელდება.
#საზოგადოებრივიჯანმრთელობამნიშვნოვანია.

🔵️ა(ა)იპ წალენჯიხის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწეს...
23/04/2026

🔵️ა(ა)იპ წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, განახორციელეს.

🔵️ მონიტორინგი ნაკიფუს თემის N1 და ამავე სკოლის III კორპუსის (ლეჟას უბნის) საჯარო სკოლაში, მიქავას თემის N1 და N2 საჯარო სკოლაში.
ასევე ნაკიფუს თემის N1, N2 და მიქავას თემის საბავშვო ბაღში ჩატარდა.

#საზოგადოებრივიჯანდაცვამნიშვნელოვანია

23/04/2026

ძვირფასო მოქალაქეებო,

ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 6 მაისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, შპს „ნიქოზის სამედიცინო ცენტრის“ მოძრავი მამოგრაფიული აპარატის (მამომობილის) საშუალებით, ჩატარდება უფასო სკრინინგული გამოკვლევები.

კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი კვლევები:

ძუძუს კიბოს სკრინინგი – 40-70 წლის ასაკის ქალებისთვის (მამოგრაფიული კვლევა);

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – 25-60 წლის ასაკის ქალებისთვის;

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი – 50-70 წლის ასაკის პირებისთვის (ორივე სქესი; ფარულ სისხლდენაზე ტესტი);

პროსტატის კიბოს რისკის მართვა – 50-70 წლის ასაკის მამაკაცებისთვის.

მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

გამოკვლევები ჩატარდება 10:00-დან 17:00 საათამდე.

მისამართი: ქ. წალენჯიხა, ჭურღულიას ქ. №6

ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 16 033

სკრინინგზე ვიზიტის დასაჯავშნად ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ პლატფორმით:

🔗 booking.moh.gov.ge

22/04/2026

ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 6 მაისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, შპს ნიქოზის სამედიცინო ცენტრის მოძრავი მამომობილის მიერ, უფასო სკრინინგული გამოკვლევები ჩატარდება.

კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარდება შემდეგი სახის სკრინინგული კვლევები:

ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ასაკის ქალბატონებისთვის (მამოგრაფიული კვლევა);

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ქალბატონებისთვის;

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ასაკის ჩათვლით, ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის (გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე);

პროსტატის კიბოს რისკის მენეჯმენტი 50-70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის.

მსურველებმა თან იქონიეთ ️პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
გამოკვლევები ჩატარდება დილის 10 საათიდან, საღამოს 17 საათამდე.

კვლევებზე ჩასაწერად
დაგვიკავშირდით:
☎️16 033
ქ.წალენჯიხა ჭურღულიას ქ.N6
სკრინინგზე ვიზიტის დასაჯავშნად შეგიძლიათ ასევე ისარგებლოთ
⤵️
booking.moh.gov.ge

✅️წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი შეუერთდა დედამიწის მსოფლიო დღეს  „ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა...
22/04/2026

✅️წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი შეუერთდა დედამიწის მსოფლიო დღეს „ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“. თითოეულმა თანამშრომელმა საკუთარი წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნასა და გარემოზე ზრუნვის პოპულარიზაციაში.

22/04/2026

🌎დედამიწის მსოფლიო დღე 1970 წლის 22 აპრილიდან აღინიშნება. წელს მისი დაარსებიდან 56 წლის იუბილეა. მსოფლიო დღის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებზე, მდგრადი განვითარების მხარდაჭერასა და საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებაზე ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მიმართულებით.

🔹მსოფლიო დღე ხელს უწყობს გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობას გლობალურ და ადგილობრივ დონეზე.
მიმდინარე წლის კამპანია ფოკუსირებულია განახლებადი ენერგიის, პლასტმასით დაბინძურების და ეკოსისტემების დაცვის ადვოკატირების საკითხებზე.

🔹2026 წლის დედამიწის დღის გზავნილია, ,,ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“ და იგი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საზოგადოების ერთიან ძალისხმევაზე გარემოსდაცვით საკითხებში.

გზავნილი ხაზს უსვამს, რომ პლანეტის დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.
#დედამიწისმსოფლიოდღე

21/04/2026

6 მაისს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, შპს ნიქოზის სამედიცინო ცენტრის მოძრავი მამომობილისა და სს "საქართველოს კლინიკები" წალენჯიხის კლინიკის მიერ, ჩატარდება უფასო სკრინინგული გამოკვლევები.

📍 წალენჯიხა, ჭურღულიას ქ. № 6 - სს "საქართველოს კლინიკები" წალენჯიხის კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარდება შემდეგი სახის სკრინინგული კვლევები:

🔵ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ჩათვლით ასაკის ქალბატონებისთვის (მამოგრაფიული კვლევა);
🔵საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ქალბატონებისთვის;
🔵მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ჩათვლით ასაკის ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის (გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე;
🔵პროსტატის კიბოს რისკის მენეჯმენტო 50-70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის.

კვლევებზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
☎ 16 033
📍 წალენჯიხა, ჭურღულიას #6

18/04/2026

20 აპრილს, 11:00 საათიდან ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამედიცინო ცენტრი აილაინის მიერ უფასო ოფთალმოლოგიური სკრინინგი ჩატარდება.

კვლევაში შედის: ვიზომეტრია, რეფრაქტომეტრია, უკონტაქტო, ტონომეტრია, ბიომიკროსკოპია.

გამოკვლევები ჩაუტარდებათ პაციენტებს 18 წლის ასაკიდან. გამოკვლევები ჩატარდება ლიის ადმინისტრაციულ შენობაში.

უფასო სამედიცინო გამოკვლევები კი ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.

18/04/2026

Address

სალიას ქ. N5
Tsalenjikha

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category