Savane is a non-profit ecospiritual sanctuary and retreat center for psychosomatic well-being. Savane is a not-for-profit enterprise.
All profit from our commercial services goes towards supporting our mission to introduce affordable psychosomatic wellbeing tools and events in Georgia by establishing the culture of Volunteering and Donations.
[our Manifesto coming soon]
15/12/2022
ხელოვნურ ინტელექტს ვთხოვე ზამთრის ბუნიობის ქალთა წრე დამიხატე მეთქი და ეს ოღრანჯობები დამიხატა 😂
(ბოლო მათგანი .bb -მ სთხოვა და მომწონს! 😍)
ეს ვიდეო იანვარშია ჩაწერილი მდუმარე წერის ჩემი პირადი პრაქტიკისას.
აქ ვცდილობდი 2022 წლის მიზნები და ოცნებები სტრატეგიად და სამოქმედო გეგმად მექცია.
დღეს ამ მიზნების 90% შესრულებულია. 🥳
წერა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ 2022 წლის ბოლოს, მაშინდელი ერთ-ერთი მიზნის მიღწევის შედეგად შექმნილ .yoga -ში სიყვარულით მინდა გაგიზიაროთ პროდუქტიული და კრეატიული წერის და მედიტაციის სიკეთეები.
დღეს არის ფასდაკლებების ბოლო დღე და არ მიკვირს რომ ადგილების ნახევარი უკვე შევსებულია.
გელით სულით, გულით და გემრიელი ორცხობილებით😍🙏🏻🏡🍪
10/11/2022
კირტანზე რეგისტრაცისთვის დარჩა 48 საათზე ნაკლები! ლინკი ბიოში.
არ გამოტოვოთ წლის ბოლო კირტანი სავანეში.
ასევე ამ სესიაზე პირველად წარმოგიდგენთ თერაპიული მუსიკის ძალიან საინტერესო სავარჯიშოების სერიას ბერკლის მუსიკალური კოლეჯის პროგრამაზე დაყრდნობით.
Be the first to know and let us send you an email when Savane • სავანე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.
თავიდან, ეს გვერდი შევქმენი იმისათვის, რომ ა) გამეზიარებინა ის ყველაფერი, რაც მაინტერესებს, ბ) გამომერკვია, რისი ექსპერტი ვარ.
ამის ნაცვლად, სრული #პარალიზება დამემართა, რადგან გამოირკვა, რომ:
🤸🏻♀️იოგა მაინტერესებს, მაგრამ იოგას მასწავლებელი არ ვარ.
☸️ ბუდიზმი მაინტერესებს, მაგრამ ბუდისტი არ ვარ.
🕉 ინდუიზმი მაინტერესებს, მაგრამ ინდუ არ ვარ.
🔯 კაბალა მაინტერესებს, მაგრამ კაბალისტი არ ვარ.
✝️ ქრისტიანობა მაინტერესებს, მაგრამ ქრისტიანი არ ვარ.
🧿წარმართული რიტუალები მაინტერესებს, მაგრამ წარმართი არ ვარ.
🐍 ტანტრა მაინტერესებს, მაგრამ ტანტრისტი არ ვარ.
🧹 ჯადოქრობა მაინტერესებს, მაგრამ ჯადოქარი არ ვარ.
🧬 მეცნიერება მაინტერესებს, მაგრამ მეცნიერი არ ვარ.
🔮 ეზოთერიკა მაინტერესებს, მაგრამ ეზოთერიკი არ ვარ.
🃏ტარო მაინტერესებს, მაგრამ ტაროლოგი არ ვარ.
🧠 ფსიქოლოგია მაინტერესებს, მაგრამ ფსიქოლოგი არ ვარ.
📝 წერა მაინტერესებს, მაგრამ მწერალი არ ვარ.
🎹 სიმღერა მაინტერესებს, მაგრამ მომღერალი არ ვარ.
🎨 ხატვა მაინტერესებს, მაგრამ მხატვარი არ ვარ.
👁 ცნობიერება მაინტერესებს, მაგრამ ცნობიერი არ ვარ.
🎯 საქმეთა წამოწყება მაინტერესებს, მაგრამ მეთაური არ ვარ.
მაშ, რაზე ვილაპარაკო? ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა ვიფიქრე, ამ აღმოჩენამდე მივედი:
🦹🏻♀️ ეგოს სურს იყოს გამორჩეული და აღმატებული.
👩🏻🔬 ეგოს სურს დაარქვას ყველაფერს სახელი.
👩🏻🎓 ეგოს ურჩევნია აზრები ერთმანეთისგან სიტყვებით გამოყოს და ინფორმაციის ორგანიზება მოახდინოს.
არ არის საჭირო, რაღაცის ექსპერტი ვიყო.
🤹🏻♀️ უბრალოდ ცნობისმოყვარე ვარ, და სამყაროს ვუსმენ #გულისყურით.