20/05/2025
🌿 ბოლო ხანებში მოდაში შემოვიდა ასკეზები და მოდი ჩემს დამოკიდებულებას და ცოტა მეტ ფსიქოლოგიურ თვალსაზრისს გაგიზიარებთ ამ საკითხთან დაკავშირებით.
ზოგი აქებს — „ძალიან კარგად მუშაობს!“
ზოგიც საპირისპიროს ამტკიცებს — „ეს თვითწამებაა, არ არის ჯანმრთელი ქმედება!“
მოდი, გავარჩიოთ: როგორ მუშაობს ასკეზა სინამდვილეში და
შეიძლება თუ არა მისი დახმარებით მიზნების მიღწევა.
🎯 პირველ რიგში — შევეცდები ავხსნა, რა არის ასკეზა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.
ასკეზა ნიშნავს დროებით უარის თქმას სიამოვნებაზე, რომელიც ავტომატურად გვართობს და დროს გვაკარგინებს.
მაგალითად, უარის თქმა: ტკბილეულზე, სოციალური ქსელებზე, ყავაზე, სერიალებზე და ა.შ…
მაგრამ მთავარი აქ რაიმეს შეზღუდვა კი არ არის, არამედ —
👉 ფოკუსის გადატანაა და ენერგიის მობილიზაცია მიზნისკენ.
🧠 როცა ასკეზას ვირჩევთ:
ვამუშავებთ ჩვენს შინაგან "მეს", ვიღრმავებთ თვითრეგულაციას
ვტეხავთ მავნე ჩვევებს, რომლებიც გვმართავენ. ვსწავლობთ - როგორ ვმართოთ ემოციები და სურვილები. ვაძლიერებთ შინაგან ინტეგრაციას - ანუ ჩვენს სიტყვასა და ქმედებას შორის თანხვედრას. ვახდენთ ნეიროპლასტიურობის სტიმულირებას — ტვინი იწყებს ახალი გზების სწავლას;
📌 პრაქტიკაში ეს ასე გამოიყურება:
👉 ნაცვლად იმისა, რომ დაღლილობისას ტკბილეული შევჭამო —
ვმუშაობ მიზანზე, ვვარჯიშობ, ან უბრალოდ ვჩერდები და საკუთარ თავს ვუსმენ.
👉 ნაცვლად იმისა, რომ სოციალურ ქსელებში "დავიკარგო" —
ვიწერ ჩემს აზრებს, ვვარჯიშობ ფოკუსირებაზე, ან უბრალოდ ვფიქრობ და ვიაზრებ — რა ხდება ახლა ჩემს ფიქრებში, როგორ ვგრძნობ თავს და ა.შ.
შედეგი?
✨ შიგნიდან ძლიერდები
✨ გრძნობ შიდა კონტროლს და თვითრწმენას
✨ ენერგია და ფოკუსი მიზნისკენ მიემართება
✨ მავნე ჩვევის გატეხვა გაძლევს თვითშემეცნებასა და თავისუფლებას
🙋♀️ და თუ შენც ფიქრობ:
– „სად დაიკარგა ჩემი ფოკუსი?“
– „რატომ მეკარგება ენერგია, როცა ყველაზე ძალიან მჭირდება?“
– „რა მმართავს — მე, თუ ჩემი ჩვევები?“
მაშინ ჩაეწერე კონსულტაციაზე და ერთად მოვიძიოთ შენში არსებული პასუხები, დამირეკე: 📞 595 75 11 22
#ასკეზა #თვითრეგულაცია #ჩვევებისგატეხვა #ნინიაჭარია #ფსიქოლოგიურიენერგია #შეცვლაჩვევები #ნეიროპლასტიურობა #მიზნისკენ