ვიტამინის სახლი
OstroVit-ის ოფიციალური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი საქართველოში, შპს არ სპორტს, წარმოგიდგენთ მაღაზიათა ქსელს ,,ვიტამინის სახლი“, რომელმაც მეტად ხანმოკლე პერიოდში შეძლო მოეპოვებინა ქართველი მომხმარებლების ნდობა.
OstroVit-ის პროდუქციას აქტიურად იყენებენ ქართული სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები. ისევე, როგორც მოყვარულები და ფიტნესით დაკავებული ადამიანები. ჩვენ ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქართული რაგბის, ფეხბურთის, ძალოსნობის, ჭიდაობის და სპორტის სხვა სახეობების განვითარებაში.
თავისი პროდუქციის შექმნის პროცესში ოსტროვიტი ყოველთვის ითვალისწინებს მომხმარებლების აზრს, ეყრდნობა პროფესიონალი ათლეტების მიმოხილვებს, აქტიურად თანამშრომლობს ცნობილ სპორტსმენებთან, გვევლინება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების სპონსორად.
ჩვენ მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ ოსტროვიტი და დარწმუნებულები ვართ, რომ ადამიანები, რომლებსაც სურთ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, კმაყოფილები დარჩებიან ჩვენი პროდუქციით. მისი საშუალებით უპირველეს ყოვლისა შეძლებენ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ ჯანმრთელობა და მიაღწიონ შესანიშნავ სპორტულ ფორმებს. სპორტსმენებს კი ჩვენი დახმარებით საშუალება ექნებათ გაიუმჯობესონ სპორტული მიღწევები და ავიდნენ წარმატების ახალ საფეხურზე.
“ვიტამინის სახლი” გთავაზობთ მდიდარ და ხარისხიან ვიტამინების ასორტიმენტს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით.
გვესტუმრეთ ჩვენს ფილიალებში!
მისამართები:
თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა #42
ქუთაისი, ზვიად გამსახურდიას ქუჩა #26