მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი მედეგი - Mental Health Center Medegi

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი მედეგი - Mental Health Center Medegi

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი მედეგი - Mental Health Center Medegi Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი მედეგი - Mental Health Center Medegi, Mental Health Service, k. gamsakhurdia 202, Zugdidi.

სამი მითი და ფაქტი აუტიზმზზე1. მითი - ქცევის თერაპია უხეშიაფაქტი - სინამდვილეაში ABA თერაპია ინდივიდუალურადაა მორგებული ...
15/08/2025

სამი მითი და ფაქტი აუტიზმზზე

1. მითი - ქცევის თერაპია უხეშია
ფაქტი - სინამდვილეაში ABA თერაპია ინდივიდუალურადაა მორგებული და აქცენტს აკეთებს სასიამოვნო გარემოზე.

2. მითი - ნებისმიერს შეუძლია თერაპიის ჩატარება
ფაქტი- ხარისხიანი თერაპიის განხორციელება შეუძლია მხოლოდ კვალიფიციურ სპეციალისტს.სუპერვიზიის ქვეშ უნდა ჩაატაროს თერაპიები

3. მითი - ABA მხოლოდ აუტიზმის მქონე ბავშვებთანაა ეფექტური
ფაქტი - ABA თერაპია გამოიყენება სხვადაასზვა სფეროში.ეს არის სამეცნიერო დისციპლინა რომელიც კვლევებით დასტურდება და სხვადაახვა ასაკის ადამიანებს ერგება.

📍 თუ გსურთ ისარგებლოთ ჩვენი სერვისები, დაგვიკავშირდით:

📞557709007
🔍მის:ამართი: ქ. ზუგდიდი , კ. გამსახურდიას ქ. N202

📞591 91 91 84
🔍მისამართი: ქ. ჩხოროწყუ, შენგელიას

#მედეგი ეს შენი საუკეთესო არჩევანია 🫶

🗓 16 აგვისტოს, ქ. ზუგდიდში, "მედეგს" ბავშვთა ნევროპათოლოგი, გიორგი ალავიძე ეწვევა.👇🏻 სიმპტომები, რომელთა გამოვლენისთანავ...
12/08/2025

🗓 16 აგვისტოს, ქ. ზუგდიდში, "მედეგს" ბავშვთა ნევროპათოლოგი, გიორგი ალავიძე ეწვევა.

👇🏻 სიმპტომები, რომელთა გამოვლენისთანავე მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ნევროლოგს:

🩺ბავშვის უძილობა
🩺 შიშები
🩺ხელების კანკალი
🩺მომატებული გაღიზიანებადობა
🩺 ჭირვეულობა
🩺 მეტყველების გაძნელება
🩺 ძლიერი ან/და ხანგრძლივი თავის ტკივილი
🩺მხედველობის უეცარი დაკარგვა ან გამოსახულების გაორება
🩺 ჩვილების ხშირი ტირილი

მობრძანდით და მიიღეთ კვალიფიციური ნევროლოგის კონსულტაცია, რათა ბავშვს აარიდოთ მოსალოდნელი გართულებები.

🖊 ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: ნომერზე:
📞591755354
ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში
🔍მისამართი: ქ. ზუგდიდი , კ. გამსახურდიას ქ. N202

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი მედეგი - Mental Health Center Medegi-ის ზუგდიდისა და ჩხოროწყუს ფილიალებში  ტარდება აუტიზმი...
08/08/2025

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი მედეგი - Mental Health Center Medegi-ის ზუგდიდისა და ჩხოროწყუს ფილიალებში ტარდება აუტიზმის შეფასება - ADOS-2 .

შეფასებას ფსიქოლოგი, ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრი ნათია ცირამუა ახორციელებს.

🔹ADOS-2 – აუტიზმის შეფასების ოქროს სტანდარტი

თუ გსურთ იცოდეთ, აქვს თუ არა თქვენს შვილს აუტიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნები, საერთაშორისო სტანდარტით ყველაზე სანდო ინსტრუმენტია ADOS-2.

რა ხდება შეფასებისას ?

✔️პროცესი მთლიანად თამაშზეა აგებული

✔️სპეციალისტი აკვირდება ბავშვის ქცევას სხვადასხვა სიტუაციაში.

✔️Შეფასება გრძელდება დაახლოებით 40-60 წუთი

რა ინფორმაციას გაძლევთ ADOS-2?

✔️არის თუ არა ბავშვის ქცევაში აუტიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნები

✔️რამდენად გამოხატულია ეს ნიშნები.

ვის შეუძლია ტესტის ჩატარება?

🔹ADOS-2-ს ატარებს სერტიფიცირებული ფსიქოლოგი, რომელიც სპეციალურ გადამზადებასა და სერტიფიკატს ფლობს.

რატომ არის ეს შეფასება მნიშვნელოვანი?

🔹დროული და პროფესიონალური შეფასება მშობლებს ეხმარება მიიღონ სწორი ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში დაგეგმონ ბავშვისთვის შესაბამისი მხარდაჭერა.

#მედეგი ეს შენი საუკეთესო არჩევანია 🫶

📞557709007
🔍მის:ამართი: ქ. ზუგდიდი , კ. გამსახურდიას ქ. N202

📞591 91 91 84
🔍მისამართი: ქ. ჩხოროწყუ, შენგელიას ქ. N 2

👉 მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი მედეგი - Mental Health Center Medegi-ში შეგიძლიათ ისრაგებლოთ ფსიქოლოგის მომსახურებით.  ჩ...
04/08/2025

👉 მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი მედეგი - Mental Health Center Medegi-ში შეგიძლიათ ისრაგებლოთ ფსიქოლოგის მომსახურებით.

ჩვენ გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ კონსულტაციებს.

როდის უნდა მიმართოთ ფსიქოლოგს ❓

ითვლებოდა , რომ ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი მხოლოდ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებთან მუშაობდა, საზღვარგარეთ კი, ოჯახის ფსიქოლოგის ყოლა არა მარტო პრესტიჟიულია, არამედი დიდი ფუფუნებაა. ფაქტია , რომ აუცილებლადაც მიაჩნიათ.

სასიხარულოა, რომ ვაცნობიერებთ ამ ფაქტს და თანდათანობით ეს ტენდენცია ჩვენს ქვეყანაშიც მკვიდრდება.

ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე მისვლა ნიშნავს, შენი ცხოვრება გახადო უფრო ბედნერი და ფსიქოლოგიურად სტაბილური .

ფსიქოლოგის კონსულტირების ძირითადი საკითხები:

• ოჯახთან მუშაობა მოიცავს პარტნიორების შორის კრიზისული ურთერთობის დაძლევა;
• მშობლების განქორწინების შემდგომ მიღებული ტრავმებზე მუშაობა არასრულწოვნებთან;
• მოზარდობის ასაკში სირთულეების მოგვარებაში პოზიტიური მშობლობის უანრების განვითარება;
• სტრესი, პრობლემები პირად ცხოვრებაში;
• ტრავმა ( ახლობელი ადამიანის დაკრგვის შემდგომი სირთულეები)'
• დაბალი თვითშეფასება;
• შფოთვა, შიში.

ნუ გადადებთ ვიზიტს ფსიქოლოგთან, გადადგით ქმედითი ნაბიჯი თქვენი ფსიქოლოგიური ჯამრთელობისთვის .

#მედეგი ეს შენი საუკეთესო არჩევანია

🖊 ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞557709007
🔍მისამართი: ქ. ზუგდიდი , კ. გამსახურდიას ქ. N202

📞591 91 91 84
🔍მისამართი: ქ. ჩხოროწყუ, შენგელიას ქ. N 2

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი მედეგი - Mental Health Center Medegi-ში ხორციელდება  ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების ს...
28/07/2025

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი მედეგი - Mental Health Center Medegi-ში ხორციელდება ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების სკრინინგი (ასაკისა და ეტაპების კითხვარი ASQ-3 )

🟢აღნიშნულ კვლევას ატარებს ადრეული ინტერვენციის სპეციალისტი, მარიამ სორდია.

🔵რაც უფრო დროულად ხდება შესაძლებლობების შეზღუდვის აღმოჩენა და ოჯახის მხარდამჭერი ინტერვენცია, მით უფრო წარმატებულია შედეგიც.

🟣ასაკებისა და ეტაპების კითხვარი განვითარების სკრინინგის ინსტრუმენტი შედგება სამი ნაწილისგან:

1) ოჯახის საინფორმაციო ფურცელი
2) რამდენიმე გვერდზე წარმოდგენილი კითხვარი ცალკეული კითხვებით/პარაგრაფებით;
3) შემაჯამებელი ფურცელი.
ASQ - 3 წარმოდგენილია სხვადახვა ასაკობრივი ინტერვალის 21 კითხვით.

🖊 კვლევაზე ცასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞591755354

🔍მისამართი: ქ. ზუგდიდი , კ. გამსახურდიას ქ. N202

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი მედეგი - Mental Health Center Medegi-ის ზუგდიდის ფილიალში საზაფხულო სკოლა წარმატებით დასრუ...
24/07/2025

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი მედეგი - Mental Health Center Medegi-ის ზუგდიდის ფილიალში საზაფხულო სკოლა წარმატებით დასრულდა!

👫საზაფხულო სკოლის ფარგლებში ბავშვები სხვადასხვა თერაპიულ პროცესში აქტიურად ჩაერთნენ. მონაწილეებმა დრო თბილ და უსაფრთხო გარემოში მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეულ სპეციალისტებთან ერთად ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს.

✨ საზაფხულო სკოლა ბავშვების განვითარებაზე იყო ორიენტირებული.

🎞️ გიზიარებთ თერაპიული პროცესის კადრებს!

🙏 მადლობა თითოეულ მშობელს ნდობისთვის!

📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 557 70 90 07
🔍 მისამართი: ზუგდიდი, კ. გამსახურდიას ქ. N202

20/07/2025

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი მედეგი - Mental Health Center Medegi 2 წლისაა ! 💖 🎉🎂

მადლობა ნდობისთვის, მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლობა ერთგულებისთვის! 🙏

„ქ. ზუგდიდში მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი „მედეგი“ ორი წლის წინ დავაარსეთ. ჩვენი მიზანი იყო — შეგვექმნა უსაფრთხო და პროფესიული გარემო, სადაც ბავშვები, მოზარდები და მათი ოჯახები მიიღებდნენ განვითარებაზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სერვისებს, რაც ძალიან კარგად გამოგვივიდა. მას შემდეგ ვიზრდებით, ვვითარდებით და წინ კიდევ არაერთი გველოდება. სამომავლო გეგმებიც გაწერილი გვაქვს.

მედეგის ყოველი დღე შენდება ნდობაზე, მხარდაჭერასა და პროფესიულ პატივისცემაზე. მადლობა, ჩვენს ბენეფიციარებს, მშობლებს, კოლეგებსა და პარტნიორებს — ერთად შევქმენით სივრცე, რომელიც ორი წლის განმავლობაში განვითარდა და დღეს უკვე სხვა სივრცეების შთაგონების წყაროდ იქცა."

პა@ტივისცემით: მედეგის გუნდი💚

#მედეგი

‼️ 19 ივლისსარ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა!
15/07/2025

‼️ 19 ივლისს

არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა!

🗓 19 ივლისს, ქ. ზუგდიდში, "მედეგს" ბავშვთა ნევროპათოლოგი გიორგი ალავიძე ეწვევა.

👇🏻 სიმპტომები, რომელთა გამოვლენისთანავე მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ნევროლოგს:

🩺ბავშვის უძილობა
🩺 შიშები
🩺ხელების კანკალი
🩺მომატებული გაღიზიანებადობა
🩺 ჭირვეულობა
🩺 მეტყველების გაძნელება
🩺 ძლიერი ან/და ხანგრძლივი თავის ტკივილი
🩺მხედველობის უეცარი დაკარგვა ან გამოსახულების გაორება
🩺 ჩვილების ხშირი ტირილი

მობრძანდით და მიიღეთ კვალიფიციური ნევროლოგის კონსულტაცია, რათა ბავშვს აარიდოთ მოსალოდნელი გართულებები.

🖊 ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: ნომერზე:
📞591755354
ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში
🔍მისამართი: ქ. ზუგდიდი , კ. გამსახურდიას ქ. N202

🛎 ვაკანსია👉"მედეგი" აცხადებს ვაკანსიას ადრეული ინტერვენციის სპეციალისტის პოზიციაზე.საკვალიფიკაციო მოთხოვნები / უნარები:•...
10/07/2025

🛎 ვაკანსია

👉"მედეგი" აცხადებს ვაკანსიას ადრეული ინტერვენციის სპეციალისტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / უნარები:

• უმაღლესი განათლება
• ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აღიარებული, "კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის" ჩატარებული სასერტიფიკატო კურსის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, P, B ან A დონის სერტიფიკატი)
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

უნარები:

• საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა,
• დროის მენეჯმენტის უნარი;
• პროფესიული განვითარებისათვის მზაობა / თვითგანვითარების უნარები;
• პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, კოლეგიალურობა.
გუნდურად მუშაობა;

ფუნქცია-მოვალეობები:

• ბავშვისა და ოჯახის შეფასება ადრეული განვითარების პროგრამის სტანდარის შესაბამისი ფორმებით;
• ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა;
• ბავშვთან და ოჯახთან მომსახურების მიწოდება ბუნებრივ გარემოში, ადრეული განვითარების პრინციპების გათვალისწინებით.
• მუშაობისას ოჯახის წევრების გაძლიერებაზე / უნარების განვითარებაზე ორიენტირებულობა, ბავშვის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება.
• ოჯახის მხარდაჭერა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ტრანზიციასა და სხვადასხვა სათემო სერვისების მისაღებად.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე და შესაბამის დიპლომის/სერტიფიკატის ასლი მისამართზე: mhrc.georgia@gmail.com

🖊 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📞557709007
🔍მისამართი: ქ. ზუგდიდი , კ. გამსახურდიას ქ. N20

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი მედეგი - Mental Health Center Medegi-ს ზუგდიდის ფილიალში  საზაფხულო სკოლა აგრძელებს მუშაობ...
08/07/2025

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი მედეგი - Mental Health Center Medegi-ს ზუგდიდის ფილიალში საზაფხულო სკოლა აგრძელებს მუშაობას.

🎒✨ საზაფხულო სკოლა ბავშვების განვითარებაზეა ორიენტირებული.

🎞️გიზიარებთ კადრებს თერაპიული პროცესიდან !

ჩვენი ცენტრის საზაფხულო სკოლის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი სპეციალისტებისგან. ისინი ყველა ბავშვის ინდივიდუალურ ინტერესებსა და საჭიროებებს ითვალისწინებენ.

👫"მედეგის" უსაფრთხო და თბილი გარემოში ბავშვები თითოეულ დღეს სიხარულით ატარებენ

⏱ საზაფხულო სკოლა ფუნქციონირებს ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე.

#მედეგი ეს შენი საუკეთესო არჩევანია

📞557709007
🔍მის:ამართი: ქ. ზუგდიდი , კ. გამსახურდიას ქ. N202

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი მედეგი - Mental Health Center Medegi-ს ზუგდიდისა და ჩხოროწყუს ფილილებში ტარდება მეტყველები...
03/07/2025

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი მედეგი - Mental Health Center Medegi-ს ზუგდიდისა და ჩხოროწყუს ფილილებში ტარდება მეტყველების თერაპიები.

✨მეტყველების თერაპია ეხმარება ბავშვებს გამართულად საუბარში, სიტყვებისა და წინადადებების სწორად წარმოთქმაში. აუმჯობესებს სმენით აღქმას, არტიკულაციასა და კომუნიკაციის უნარს.

🟢 სიტყვები, რომლებიც ბავშვს შინაგანად სურს თქვას - ჩვენთან გამოითქმება! ბავშვებს აქვთ უნიკალური შინაგანი სამყარო, რომელსაც ხშირად ვერ გამოხატავენ სიტყვებით. ისინი გრძნობენ, ფიქრობენ, ოცნებობენ, მაგრამ როდესაც არ შეუძლიათ ამ ყველაფრის ნათქვამად გარდაქმნა, ჩნდება დაბნეულობა, უკმაყოფილება და ზოგჯერ, ჩაკეტილობაც. სწორედ ამიტომ არის მეტყველების თერაპია არა უბრალოდ „საუბრის სწავლის“ პროცესი, არამედ ბავშვის ემოციური და ინტელექტუალური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი.

როდის არის საჭირო მეტყველების თერაპია?

🟣თუ ბავშვი ბგერებს არ გამოთქვამს სწორად, თუ აგებს გაუმართავ წინადადებებს ან უბრალოდ დუმს, თუ აქვს ღარიბი ლექსიკა, თუ ფრთხილობს საუბრისას, იშვიათად ერთვება დიალოგში, თუ ბაღში ან სკოლაში მას გაუჭირდა სხვებთან კომუნიკაცია, თუ ბავშვი ყოველთვის გატყობინებს: “დედა, მითხარი შენ” - მას შეიძლება უბრალოდ არ ჰყოფნის სიტყვები და აუცილებად სჭირდება მეტყვეების თერაპევტის დახმარება.

🧡ინდივიდუალური მიდგომა, მზრუნველი გარემო და პროფესიონალი სპეციალისტები! მეტი სიტყვა – მეტი შესაძლებლობა!

#მედეგი ეს შენი საუკეთესო არჩევანია 🫶

📞557709007
🔍მის:ამართი: ქ. ზუგდიდი , კ. გამსახურდიას ქ. N202

📞591 91 91 84
🔍მისამართი: ქ. ჩხოროწყუ, შენგელიას ქ. N 2

Address

K. Gamsakhurdia 202
Zugdidi
2100

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 11:00 - 16:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი მედეგი - Mental Health Center Medegi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი მედეგი - Mental Health Center Medegi:

Share