Liliana Tskhondia / ლილიანა ცხონდია ფსიქოლოგი / ქოუჩი / NLP პრაქტიკოსი

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • Liliana Tskhondia / ლილიანა ცხონდია ფსიქოლოგი / ქოუჩი / NLP პრაქტიკოსი

Liliana Tskhondia / ლილიანა ცხონდია ფსიქოლოგი / ქოუჩი / NLP პრაქტიკოსი ლილიანა ცხონდია
ფსიქოლოგი / ქოუჩი

👫🌟ყოველ ბავშვში არსებობს ემოციათა სამყარო, რომელიც ელოდება მიმღებლობას და დადასტურებას.მშობლებს აქვთ გასაღები, რომლითაც ...
16/03/2026

👫🌟ყოველ ბავშვში არსებობს ემოციათა სამყარო, რომელიც ელოდება მიმღებლობას და დადასტურებას.
მშობლებს აქვთ გასაღები, რომლითაც შეუძლიათ, გახსნან ამ განცდების ძალა და უზრუნველყონ ბავშვის ემოციური კეთილდღეობა. ბავშვის განცდების პატივისცემა მნიშვნელოვნად მოქმედებს მის თვითშეფასებაზე, ემოციურ ინტელექტსა და ზოგად განვითარებაზე.

🌟 ემოციების მიმღებლობით, მშობელი შესაძლებლობას აძლევს მას, გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ სირთულეებს გამძლეობით, თანაგრძნობით და თვთღირებულების განცდით.

ბავშვის განცდების დასდასტურება მნიშვნელოვანია შემდეგი მიზეზების გამო:

1. ემოციური ავთენტურობის აღიარება: აქტიური მოსმენით და ემპათიით, მშობელი ქმნის დაცულ გარემოს, სადაც ბავშვი გრძნობს, რომ მას ხედავენ, უსმენენ და უგებენ.
2. ემოციური ინტელექტის განვითარება: როდესაც მშობელი პატივს სცემს ბავშვის ემოციებს, ამით ასწავლის საკუთარი გრძნობების ამოცნობას, გაგებას და დაგეგმარებას, რაც აყალიბებს ჯანსაღ ემოციურ ზრდას და გამძლეობას.
3. ნდობის დამყარება და ღია კომუნიკაცია: ისეთი გარემოს შექმნით, რომელიც თავისუფალია განსჯის და უარყოფისგან, ბავშვი უფრო აქტიურად ერთვება ღია კომუნიკაციაში, აზიარებს თავის სიხარულს, შიშს და სირთულეებს.
4. თვითმიმღებლობის განვითარება: როდესაც ბავშვის ემოციები აღიარებული და მიღებულია, ისინი სწავლობენ, რომ მათი განცდები ვალიდური და მნიშვნელოვანია, უყალიბდებათ ჯანსაღი თვითშეფასება.
5. თანაგრძნობის და თანადგომის სწავლა: გაგების და მიმღებლობის დემონსტრაციით, მშობლები მაგალითს აძლევენ ბავშვს, გამოავლინონ ისეთივე სიკეთე და ყურადღება სხვების მიმართ, რაც უზრუნველყოფს პოზიტიურ ურთიერთობებს და კავშირის განცდას.
6. ემოციური რეგულაციის განმტკიცება: ბავშვის ემოციების პატივისცემით, მშობელი ასწავლის მათ საკუთარი განცდების ამოცნობას და გამოხატვას, რაც ამცირებს ემოციების დათრგუნვას ან გამწვავებას.
7. ჯანსაღი გამკლავების სტრატეგიის მხარდაჭერა: როდესაც ბავშვები ხვდებიან, რომ მათი ემოციები მიღებული და გაგებულია, მეტად სვარაუდოა, რომ ისინი სტრესთან გამკლავების უფრო ადაპტურ სტრატეგიებს გამოიყენებენ, როგორიცაა ფიზიკური აქტივობა, სანდო პირებისგან მხარდაჭერის თხოვნა, კრეატიულ საქმიანობაში ჩართვა.
8. გამძლეობის და ემოციური სტაბილობის დაუფლება: ისინი სწავლობენ რომ შეუძლიათ თავად გაუკლავდნენ ცხოვრებისეულ სირთულეებს და წარუმატებლობას უმკლავდებიან თავდაჯერებულობით და სიმტკიცით.
ბავშვის გრძნობების დადასტურებით მშობელი ქმნის გარემოს სადაც ბავშვს ხედავენ, უსმენენ და უგებენ. ეს მათ აძლევს ძალას, გამოხატონ საკუთარი ემოციები, ჩამოუყალიბდეთ ემოციური ინტელექტი და შექმნან მყარი ფუნდამენტი საკუთარი კეთილდღეობისთვის და მომავალი წარმატებისთვის.

🔹 ფრაზები რომელიც აგრძნობინებს ბავშვებს, რომ მათი გრძნობები მისაღებია:

• „მესმის რატომ გრძნობ თავს ასე“
• შენი განცდები გასაგებია და მნივნელოვანია
• ვხვდები, რომ ეს სიტვაცია ძალიან მოქმედებს შენზე“
• ნორმალურია რომ გრძნობდე იმას რასც გრძნობ“
• „მე მესმის შენი დავიღებ შენს ემოციას“
• მე აქ ვარ შნთვის და მხარს გიჭერ „
• შენი განცდები გასაგებია იმის გათვალისწინებით რის გადატანაც შენ მოგიწია“
• მე ვაფასებ, რომ შენ გამიზიარე შენი ემოციები“
• შენ გაქვს უფლება გრძნობდე იმას რასაც გრძნობ“

🖊 ფსიქოლოგი - ლილიანა ცხონდია

✅ოჯახურ ძალადობის საკითხზე სერთიფიცირებული / სპეციალიზირებული ექსპერტი, 13- წლიან პრაქტიკული გამოცდილებით.

19/06/2025

🌿 კლინიკა რენოვაში ფსიქოლოგი - ლილიანა ცხონდია

✨ ლილიანა უკვე 15 წელია ფსიქოთერაპიულ სფეროში მუშაობს და ეხმარება ადამიანებს სირთულეებთან გამკლავებაში, ემოციური წონასწორობის აღდგენასა და საკუთარი რესურსების აღმოჩენაში

🕊️ ჩვენ გთავაზობს:
✔️ კონსულტაციებს ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის;
✔️ თერაპიულ მხარდაჭერას მოზარდებისთვის;
✔️ რჩევებს პოზიტიური მშობლობისთვის;
✔️ დახმარებას ტრავმული გამოცდილებისა და სტრესის გადასალახად.

🎓 ლილიანას აქვს მაგისტრის ხარისხი, 15 წლიანი პრაქტიკა და მონაწილეობს პროფესიულ სემინარებსა და შეხვედრებში
👉 არის საქართველოს ფსიქო-ონკოლოგიის საზოგადოების წევრი

📩ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
📞 577 55 33 51
📍 ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N86
🩵 რენოვა - #ჩვენიკლინიკა

24/12/2024

🤍 24 დეკემბერს, 11 საათზე, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა თემაზე: ,,ემოციური ინტელექტი”.

⭐️ მოწვეული სპიკერი გახლავთ: ფსიქოლოგი- ლილიანა ცხონდია.

👫არასრულწლოვან ბავშვთან დაკავშირებით საოჯახო დავებში ჩნდება კითხვა, ბავშვის მიმართ ერთ-ერთ მშობლის მძაფრი უარყოფითი ხომ ...
02/08/2024

👫არასრულწლოვან ბავშვთან დაკავშირებით საოჯახო დავებში ჩნდება კითხვა, ბავშვის მიმართ ერთ-ერთ მშობლის მძაფრი უარყოფითი ხომ არ არის გამოწვეული მასზე მეორე მშობლის ან აღმზრდელის ზეგავლენით. ამ მოცემულ მდგომარეობას ფსიქოლოგთა ნაწილი გაუცხოვებულ ბავშვის სინდრომს უწოდებ👫

🫶🏻
#ბავშვისსაუკეთესოინტერესინიშნავსორივემშობლისსიყვარულსდამხარდაჭერას💛.

#დავებისადააღსრულებისფსიქოლოგი👩🏻‍💻

София Верулашвили🫶🏻
04/06/2024

София Верулашвили🫶🏻

ტრენინგი თემაზე: ,,ფსიქოკონსულტირების პრინციპები ონკო-ფსიქოლოგიაში" ტრენერი: ფრანს  მეულმესტერი  მეტი იხ:  ტრენინგი: ,,ფ...
23/05/2024

ტრენინგი თემაზე: ,,ფსიქოკონსულტირების პრინციპები ონკო-ფსიქოლოგიაში"
ტრენერი: ფრანს მეულმესტერი მეტი იხ: ტრენინგი: ,,ფსიქოკონსულტირების პრინციპები ონკო - ფსიქოლოგიაში’’
ტრეინინგი, რომელმაც თითქმის ყველა ფსიქოთერაპიული სკოლის წარმომადგენლები გაგვაერთიანა 🫶🏻

26/04/2024

🔰ლილიანა ცხონდია - ფსიქოლოგი

❓რა მიზეზით მიმართავენ ადამიანები ფსიქოლოგს

ნახეთ ვიდეო 👇

მენტალური ჯანმრთელობას იმდენად დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ , რამდენადაც ფიზიკურ ჯანმრთელობას. არადა საჭიროა იმის გააზრება , რომ მას ცხოვრების მრავალ
ასპექტზე შეუძლია გავლენა მოახდინოს.

რა მიზეზით მიდიან ადამიანები ფსიქოლოგთან ?

ფსიქოლგთან კონსულტაციაზე მისვლის მიზეზი ადამიანებისთვის განსხვავებულია.

ეს შეიძლება იყოს :

 გლოვა
 სტრესი
 ოჯახური ურთიერთობები
 დეპრესია
 ფობია
 დაბალი თვითშეფასება

იმის აღიარება, რომ ფსიქლოგი გჭირდება, გამოჯამთელებისათვის და შინაგანი სტაბილურობისათვის მნიშვნელოვანია .


ნუ გადადებთ ვიზიტს ფსიქოლოგთან, გადადგით ქმედითი ნაბიჯი თქვენი ფსიქოლოგიური ჯამრთელობისთვის .

#მედეგი ეს შენი საუკეთესო არჩევანია

🖊 ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞557709007
🔍მისამართი: ქ. ზუგდიდი , კ. გამსახურდიას ქ. N202

Giorgi Liliana Murgulia

Address

Zugdidi
2100

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995591977135

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Liliana Tskhondia / ლილიანა ცხონდია ფსიქოლოგი / ქოუჩი / NLP პრაქტიკოსი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Liliana Tskhondia / ლილიანა ცხონდია ფსიქოლოგი / ქოუჩი / NLP პრაქტიკოსი:

Share

Category