
04/12/2024
შპს ,, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო“ ოფიციალურად გახდა საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის მფლობელი, რომელსაც მიენიჭა " AACCI International Accreditation Standards for Healthcare Organizations V6.0 / MANAGEMENT SYSTEM
CERTIFICATE ISO 9001 : 20015 " აკრედიტაცია. ეს დიდებული მიღწევა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს გუნდის მაღალ პროფესიონალიზმს.
ამ საერთაშორისო აღიარების მიღებით „ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო“ ადასტურებს, რომ იგი მორგებულია ყველაზე თანამედროვე სტანდარტებს და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, რომელიც ემყარება საერთაშორისო პრაქტიკას და რეგულაციებს. ასეთი პატივი არა მხოლოდ საავადმყოფოს ხელმძღვანელობისა და პერსონალის, არამედ მთლიანად რეგიონისა და ქვეყნის მედიცინის განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.