სამედიცინო დახმარება საბერძნეთის ქა?
Address
Ipeirou 6
Athens
10433
Website
Alerts
Be the first to know and let us send you an email when უფასო სამედიცინო დახმარება საბერძნეთის ქართული დიასპორისათვის posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.
Contact The Practice
Send a message to უფასო სამედიცინო დახმარება საბერძნეთის ქართული დიასპორისათვის:
Category
Our Story
2015 წლის 14 სექტემბრიდან, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ არსებული „ჯანმრთელობის ცენტრი“ განაახლებს უფასო სამედიცინო მომსახურებას, სოციალურად დაუცველი და სამედიცინო დაზღვევის არმქონე ჩვენი თანამემამულეებისათვის! დასახელებული პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის, მისი აღმატებულება, ბატონი გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერით. ♦ ცნობილია, რომ 2006-2011 წლებში, „კავკასიას“ შენობაში (პატისიონის ქ. 81) მისი დამფუძნებლის, ბატონი ავთ. მიქაბერიძის ინიციატივით, 5 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა „უფასო სამედიცინო კონსულტაციების კაბინეტი“, რომელშიც ოთხი მოხალისე პროფესიონალი ქართველი ექიმი, ყოველ კვირა-დღეს, 50-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს უანგაროდ უწევდა საჭირო სამედიცინო კონსულტაციას. ეს იყო ქართველ პატრიოტ ექიმთა ერთი კონკრეტული ჯგუფი - ქალბატონები: ეთერი მავროპულო-დარსალია (ფსიქიატრი), ირინა მათურელი (თერაპევტი), მაია ქაწაშვილი (გინეკოლოგი) და ბატონი გია კვარაცხელია (ნევროლოგი). ♦ წლების მანძილზე „უფასო სამედიცინო კონსულტაციების კაბინეტი“ ჩვენი მოქალაქეებისათვის აგრეთვე უსასყიდლოდ გასცემდა მრავალი დასახელების სამკურნალო საშუალებებს, რომლებითაც იმხანად სისტემატურად გვამარაგებდნენ "კავკასიას" მეგობარი ბერძენი, აფთიაქებისა და ფარმაცევტული კომპანიების მფლობელები. განსაკუთრებით გულუხვად გვივსებდა ფარმაცევტულ განყოფილებას, სამწუხაროდ აწ გარდაცვლილი, ქართველთა დიდი მეგობარი, იორდანელი ნაბილ ჯუმეანი († 2014 წელი). ♦ 2011 წლის შემოდგომიდან „ჯანმრთელობის ცენტრი ათენში“ დამოუკიდებელი ერთეული გახდა ტერიტორიულად და ათენის ცენტრში, იპირუს ქ. 6 დაიდო ბინა. ჩვენი სამედიცინო განყოფილება ამჟამად დაკომპლექტებულია ქართველი, ბერძენი და უცხოელი მაღალკვალიფიციური, სხვადასხვა სპეციალობების სამედიცინო პერსონალით და აერთიანებს სამ კეთილმოწყობილ სამედიცინო კაბინეტს, სადაც მიმდინარეობს დიაგნოსტიკური და ინსტრუმენტური გამოკვლევები, ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო სამედიცინო თუ სოციალურ-ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროფილის მქონე დაწესებულებასთან თანამშრომლობით. მათთან უკვე გაფორმდა ან მზადდება შესაბამისი თანამშრომლობის მემორანდუმები. ესენია: 1. საბერძნეთის სახელმწიფო და კერძო საავადმყოფოები; 2. სახელმწიფო და კერძო სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრი (სია დგინდება); 3. „სოციალური პოლიკლინიკები და აფთიაქები“ (ეკონომიკური კრიზისის გამო შექმნილი ახალი ტიპის იურიდიული სუბიექტები); 4. შემდეგი არასამთავრობო სამედიცინო დაწესებულებები: A. «Γιατροί του Κόσμου» (“Médecins du Monde”), B. “PRAKSIS”, C. “Solidarity Now” D. “Mosaic” E. Λαϊονικό Κοινωνικό Οφθαλμιατρείο (კლუბ “LIONES”-ის ოფთალმოლოგიური განყოფილება) და სხვ. დაწვრილებითი ინფორმაცია ჩვენს პარტნიორ სამედიცინო და სოციალური მომსახურების დაწესებულებების შესახებ, უახლოეს დროში გამოქვეყნდება ინტერნეტის შესაბამის გვერდებზე. ♦ აღსანიშნავია, რომ „ჯანმრთელობის ცენტრის” არქივში, მათი სამედიცინო ისტორიებით დარეგისტრირებულია 5.000-ზე მეტი ქართველი ემიგრანტი, რომელთა დიდი ნაწილი სისტემატურად ღებულობს შესაბამის სამედიცინო მომსახურებას. ამჟამად აქ მოღვაწეობენ: თერაპევტი ირინა მათურელი, ნევროლოგი გია კვარაცხელია, ფსიქოლოგი მაკა ყიზილაშვილი და მდივანი-ოპერატორი სალომე შალამბერიძე (სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი). ყოველდღიურად ივსება თანამშრომელთა რიგი, რომელთა შორისაა ქართველი, ბერძენი და უცხოელი ექიმები, სამედიცინო თუ მომიჯნავე დისციპლინების განათლების მქონე სხვა მოხალისეები, რომელთა რიგებში განსაკუთრებული ენთუზიამზით ახალგაზრდები ეწერებიან. ♦ აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს საბერძნეთის ქართულ დიასპორაში დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას, დროულად გამოავლენს სოციალურად განსაკუთრებით საშიშ დაავადებებს. ეს მონაცემები, პრევენციული მიზნით, გასათვალისწინებელი იქნება ორივე ქვეყნის (საბერძნეთისა და საქართველოს) შესაბამის სამედიცინო სამსახურების მუშაობაში, რასაც საზოგადოდ, დიდი ყურადღება ექცევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან. ♦ სამუშაო დღეები: სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 09:00-17:00 საათები. ორშაბათი: გამოსასვლელი დღე. მიღების ფორმა: ცოცხალი რიგი. ♦ ექიმთა მუშაობის გრაფიკი დგინდება და ოფიციალურად გამოქვეყნდება უახლოეს დღეებში.