26/10/2025
გამარჯობა მეგობრებო, მეოთხედ ვატარებთ უკვე საქართველოში 10-დღიან მედიტაციის მდუმარე განდგომას
5-14 ივნისს, რაჭაში.
ადგილები უკვე შეგიძლიათ დაჯავშნოთ. ყველა დეტალი იხილეთ მოცემულ ბმულზე.
განდგომას გაუძღვება ნიკ სკოტი. იგი დაგვეხმარება პრაქტიკაში და გაგვიზიარებს მის 50 წლიან გამოცდილებას, რომელიც მრავალი ხანგრძლივი განდგომით, ინგლისის ბუდისტურ მონასტერში ცხოვრებითა და სხვადასხვა ბუდისტი ბერებისა თუ მონაზვნების დახმარებით მიიღო.
თქვენთვის ეს იქნება საშუალება გაეცნოთ მედიტაციის პრაქტიკას ტაილანდური ტყის (აჯან ჩას) ბუდისტური ტრადიციის მიხედვით, დარჩეთ მარტო საკუთარ თავთან მხარდამჭერ გარემოში და მიიღოთ მხარდაჭერა გამოცდილი მასწავლებლისგან.
გელოდებით სიხარულით.
ყველა კითხვა და ჯავშნის მიღება: მარიკა ჩხიკვაძე mar.chkhikvadze@gmail.com ადგილის დასაჯავშნად ვითხოვთ 100-ლარიან დეპოზიტს, თქვენ მ...