Intergeomed.com

Intergeomed.com медисински туризм http/www.intergeomed.com 08505150113

04/09/2024
04/09/2024

რობოტული ქირურგია ბოლო წლების ინოვაციური და საუკეთესო მეთოდია მედიცინაში. ეს გახლავთ ძალიან ეფექტური მეთოდი, როდესაც ქირურგები იყენებენ ძალიან პატარა ინსტრუმენტებს და მინიატურულ კამერას, რომელიც სხეულში შედის მცირე განაკვეთის მეშვეობით. ის უზრუნველყოფს მოძრაობების უფრო ფართო დიაპაზონს და უფრო მაღალ სიზუსტეს ადამიანის ხელთან შედარებით. გავრცელებული არასწორი ინფორმაციაა, რომ რობოტიზირებულ ოპერაციას ახორციელებს ავტონომიური რობოტი. ყველა მოძრაობას აკონტროლებს ქირურგი, რომელიც ზის კონსოლთან და აკვირდება ოპერაციის მიმდინარეობას ეკრანზე. აქედან გამომდინარე, ქირურგის უნარები და გამოცდილება გადამწყვეტია შედეგებისთვის.

რობოტიზებული ქირურგიის უპირატესობებია:

სიზუსტე, რომელიც გამორიცხავს ადამიანის ხელის ბუნებრივ კანკალს.
ქირურგიული ველის უმაღლესი ხარისხის ვიზუალიზაცია, გადიდებული სამგანზომილებიანი გამოსახულების საშუალებით.
ძნელად მისადგომ, პატარა და ვიწრო ადგილებში მუშაობის შესაძლებლობა.
მცირე ჭრილობები, ნაკლები ტკივილი და სისხლის დანაკარგის შემცირება, რაც შედეგად გვაძლევს უფრო სწრაფი გამოჯანმრთელების com@turkgeomexintergeomed.com@kliniki@doktor@turkiye@onkoloji@robotjeray@kiberdana@medikal@doktor@05358442755" rel="ugc" target="_blank">http://xn--lodacamb5bc1a8ai7eyb.www.intergeomed.com/.com@turkgeomexintergeomed.com@kliniki@doktor@turkiye@onkoloji@robotjeray@kiberdana@medikal@doktor@05358442755

04/09/2024
04/09/2024

საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტიკა

საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტიკა იწყება ექიმ გინეკოლოგთან ვიზიტით. ექიმი ატარებს გარეგან დათვალიერებას და ეჭვის შემთხვევაში ნიშნავს დამატებით ანალიზებს.

საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური გამოკვლევა გვაძლევს კიბოს ან კიბოსწინარე დაავადებების გამოვლენის საშუალებას. პაციენტის საშვილოსნოს ყელიდან იღებენ ნაცხს (პაპანიკოლაუს ნაცხი - პაპ ტესტი) და შეისწავლიან უჯრედებს მიკროსკოპის ქვეშ. აღნიშნული ანალიზი ატიპიური უჯრედების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა, და მათი არსებობის შემთხვევაში შემდგომი გამოკვლევისათვის ინიშნება ანალიზები.

დიაგნოსტიკის მომდევნო ეტაპია კოლპოსკოპია. აღნიშნული ტესტი ექიმს საშუალებას აძლევს დაათვალიეროს საშვილოსნოს ყელი გამადიდებელი აპარატით - კოლპოსკოპით. პროცედურას 10 – 15 წუთი სჭირდება და სრულიად უმტკივნეულოა. გამოკვლევის საშუალებით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს ან კიბოსწინარე დაავადებების გამოვლენა და სიმსივნური წარმონაქმნის არსებობის შემთხვევაში მისი ზომის დადგენა.

შემდგომი ეტაპია ბიოფსიისათვის მასალის აღება. მასალას ბიოფსიისათვის ექიმი იღებს კოლპოსკოპიის დროს. მასალას წარმოადგენს ქსოვილის ნიმუში, რომელსაც ლაბორატორიულად შეისწავლიან. ქსოვილის ნიმუშს იღებენ ცერვიკალური არხიდან ან საშვილოსნოს ყელის გარსიდან. ზოგიერთი პაციენტი საჭიროებს ორივე ანალიზს. ბიოპსიის მეშვეობით შესაძლებელია სიმსივნური წარმონაქმნის აღმოჩენა და მისი განვითარების სტადიის დადგენა.

მენჯის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია გამოიყენება დიაგნოსტიკის მონაცემების დასაზუსტებლად.

კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის შესაძლებელია სიმსივნური წარმონაქმნის ზომის გაგება და იმის დადგენა, ჩათრეულია თუ არა ლიმფური კვანძებიც. როგორც კი ექიმი მიიღებს სრულყოფილ ინფორმაციას პაციენტის მდგომარეობის შესახებ, იგი დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.

დროული დიაგნოსტიკის საშუალებით შესაძლებელია კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა. დიაგნოსტირება უნდა ჩაატაროს გამოცდილმა ექიმმა, რომელსაც შეუძლია სწორი დიაგნოზის დასმა, დაავადების სტადიის@www.intergeomed.com@turkgeomedintergeomed.com@liaintergeomed.com@turkiye@isambul@klinik@doktor@onkoloji@kanser@jenekolog@ceray@xirurgia@05358442755@ # #

16/05/2024

www.intergeomed.com Turkgeomed www. intergeomed. com .intergeomed.com .yenihayat.ge @

Address

Istanbul

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+905358442755

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Intergeomed.com posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Intergeomed.com:

Share

Category